“არასდროს ყოფილა, რომ დაბალი ბარიერის პირობებში შეკრებილი პარლამენტი მაღალ ხარისხს აჩვენებდა” – ალუდა ღუდუშაური

78
spot_img

არასდროს არ ყოფილა ის, რომ დაბალი ბარიერის პირობებში შეკრებილი პარლამენტი მაღალ ხარისხს აჩვენებდა სახელმწიფოს ან ხალხის სასიკეთოდ. შესაბამისად, ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ პარლამენტი იყოს საქმეზე, ქვეყნის და ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული და არა ანგაჟირებულ საკითხებზე, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ბარიერის დაწევის შემთხვევაში კიდევ უფრო მეტ რადიკალ და დესტრუქციულ ჯგუფს მიეცემა საშუალება, რომ პარლამენტი გადააქციონ პოლიგონად.

„ჩვენ თავის დროზე ვთქვით, რომ დიახ, შეიძლებოდა ამაზე მსჯელობა, ოღონდ ეს იყო თუ მაგალითად, ეს ყველაფერი იქნებოდა 2022 წელს. ერთ-ერთ წინაპირობა ჩვენგან იყო დასახელებული, რომ რადიკალურ და დესტრუქციულ ოპოზიციას უნდა დაეწია ტემპერატურისთვის და ფოკუსი უნდა გაესწორებინა არა არეულობაზე, საბოტაჟზე და ქვეყანაში შფოთვის და პოლარიზაციის გაღრმავებაზე, არამედ ქვეყნის ინტერესებზე, დეპოლარიზაციისკენ უნდა გადაედგა ქმედითი ნაბიჯები, რაც ბუნებრივია მათგან პირიქით განხორციელდა.

საქართველოს ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს ამასთან დაკავშირებით – არასდროს არ ყოფილა ის, რომ დაბალი ბარიერის პირობებში შეკრებილი პარლამენტი აჩვენებდა მაღალ ხარისხს სახელმწიფოს ან ხალხის სასიკეთოდ. შესაბამისად, ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ პარლამენტი იყოს საქმეზე, ქვეყნის და ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული და არა ანგაჟირებულ საკითხებზე, რაც თვალნათლივ ვხედავთ, რომ ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტ რადიკალ და დესტრუქციულ ჯგუფს მისცემს საშუალებას, რომ პარლამენტი გადააქციონ პოლიგონად.

ბატონმა კობახიძემ თქვა, რომ ეს ყველაფერი ძალაში იყო 2022 წლამდე, ანუ თუ ქვეყანა მიიღებდა ამ პირობას ( კანდიდატის სტატუსს) 2022 წლამდე და თუ ქვეყანაში რადიკალი ჯგუფები ხელს აიღებდნენ საბოტაჟზე – ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიმსჯელებდით”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.