ჰავაის კუნძულ მაუიზე მასშტაბური ხანძრის შემდეგ დაკარგულ 1 000 ადამიანს  ეძებენ

42
spot_img

„სიენენის“ ცნობით, ჰავაის კუნძულ მაუიზე მასშტაბური ხანძრის შემდეგ დაკარგულ 1000 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. უკანასკნელი ცნობებით, 8 აგვისტოს დაწყებული სტიქიის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 114 ადამიანი, ათასობით ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურები ამ დრომდე აგრძელებენ ათასამდე უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის ძებნას. გავრცელებული ცნობით, მაშველებმა უკვე შეძლეს სტიქიის შედეგად დაზარალებული ტერიტორიის 78%-ის დათვალიერება.

ამასთან, როგორც „სიენენი“ წერს, უცხოელმა დეველოპერებმა უკვე დაიწყეს ხანძრის შედეგად განადგურებული ტერიტორიების შესყიდვა.

მაუის გუბერნატორმა, ჯოშ გრინმა გააფრთხილა უცხოური კომპანიები, რომ ყველა ასეთ შემთხვევას შეისწავლიან, ხოლო მიწის გაყიდვაზე დაწესდება მოროტორიუმი. მისივე თქმით, მაუის მიწა ადგილობრივებს ეკუთვნით, რომლებიც ხანძრის შემდეგ განადგურებულ სახლებსა და ინფრასტრუქტურას თავად აღადგნენ.

ჰავაიზე ხანძრის შედეგად 2 200 შენობა დაიწვა და კიდევ 500 დაიწვა.