აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აზერბაიჯანის მთავრობა მზად არის შეხვდეს ყარაბაღში მცხოვრებ მოსახლეობას.
„ჩვენი ქვეყანა მზად არის შეხვდეს ყარაბაღის რეგიონში მცხოვრებ სომეხ მოსახლეობას. ანტიტერორისტული ღონისძიებების შესაჩერებლად, სომხურმა არალეგალურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა თეთრი დროშა უნდა აღმართონ და იარაღი დაყარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიტერორისტული ღონისძიებები ბოლომდე გაგრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, 19 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ განაცხადა.