ევროკავშირის კარები ღიაა, შესასვლელად იცით, რა უნდა გაკეთდეს – ბორელი

20
spot_img

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ კარები ღიაა. თქვენ უნდა შეხვიდეთ კარში“ – ასე უპასუხა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას – „როდის გახსნის ევროკავშირი საქართველოსთვის კარებს?“

ბორელის თქმით, ევროკავშირის წევრობა დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია.

„როგორც ევროკომისარმა ბრძანა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ კარები ღიაა. თქვენ უნდა შეხვიდეთ კარში და ღია კარში შესვლას რა ჰქვია, ყველამ იცის. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. რეფორმები უნდა განხორციელდეს და მეტი რა უნდა ვთქვათ. ნუ ელით რაღაც სასწაულს, კატას ნუ ვეძებთ სადღაც ბნელ ოთახში. ღიაა კარები, თქვენ შესასვლელად იცით, რა უნდა გაკეთდეს,“ – განაცხადა ბორელმა.

შეგახსენებთ, ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირისა და ნატოს მაღალჩინოსნებს შეხვდება.