,,ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს, ჩვენ ამისთვის ძალიან ძლიერი არგუმენტები გვაქვს”- კობახიძე

23
spot_img

ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს, ჩვენ ამისთვის ძალიან ძლიერი არგუმენტები გვაქვს. ამავდროულად, საქართველო არ გამოიყენება სანქციების გვერდის ავლის მიზნით. პოზიცია ძალიან მტკიცეა და უკრაინისადმი პოლიტიკური მხარდაჭერა ძალიან ძლიერია იმ განსაკუთრებული მეგობრობის გამო, რაც არსებობს საქართველოსა და უკრაინას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძლიერი ჰუმანიტარული დახმარებაც აქვს საქართველოს უკრაინისთვის აღმოჩენილი.

„სამწუხაროდ, რამდენიმე განცხადება გაკეთდა მეორე ფრონტის შესახებ, რომელიც უკრაინელი ოფიციალური, სამთავრობო პირებისგან მომდინარეობდა – უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი. ძალიან სამწუხარო იყო ეს განცხადებები, თუმცაღა მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქვეყანას პოლიტიკურად და ძლიერი ჰუმანიტარული დახმარებაც გვაქვს აღმოჩენილი უკრაინისთვის. განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობები გვაქვს უკრაინელ ხალხთან, ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება უკრაინელ ხალხის მიმართ. რაც შეეხება უკრაინის მხარდაჭერას, ჩვენ ამ პროცესში ვართ ჩართული. რაც შეეხება სანქციებს, ამ მიმართულებით ძალიან მკაფიო პოზიცია გაგვაჩნია, ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს, ამისთვის ძალიან ძლიერი არგუმენტები გვაქვს. ამავდროულად, საქართველო არ გამოიყენება სანქციების გვერდის ავლის მიზნით. პოზიცია ძალიან მტკიცეა და უკრაინისადმი პოლიტიკური მხარდაჭერა ძალიან ძლიერია იმ განსაკუთრებული მეგობრობის გამო, რაც არსებობს საქართველოსა და უკრაინას შორის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.