“თუ საქართველო მზად იქნება და ყველა პირობას დააკმაყოფილებს, მაშინ ევროკავშირიც მზად უნდა იყოს საქართველოს მისაღებად”

36
spot_img

თუ 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება და ყველა პირობას დააკმაყოფილებს, მაშინ ევროკავშირიც მზად უნდა იყოს საქართველოს მისაღებად, – ამის შესახებ ოლივერ ვარჰეიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ქრონიკის“ კითხვაზე პასუხისას სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობების ფანჯარა ახლა იქმნება.

„კომისიის მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კანდიდატები 2030 წლისთვის მოემზადონ, თუ ეს 2030 წელს მოხდება. თუ მანამდე იქნება, მანამდე იქნება. მაგრამ ნათელი და მკაფიო პირობებია განსაზღვრული წევრობისთვის და მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება ქვეყანა ევროკავშირის წევრი, როდესაც ყველა პირობას შეასრულებს. თუ 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება და ყველა პირობას დააკმაყოფილებს, მაშინ ევროკავშირიც მზად უნდა იყოს საქართველოს მისაღებად, იმიტომ, რომ ეს ორმხრივი მიმართულების ქუჩაა და თუ კანდიდატი ცდილობს, მაშინ ევროკავშირიც უნდა ეცადოს“, – განაცხადა ვარჰეიმ.