ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა

44
spot_img

რეგიონში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ თურქეთი ბლინკენის პირველი გაჩერებაა რეგიონში დაგეგმილი ვიზიტების ფარგლებში.

სახელმწიფო მდივანი შაბათს სტამბოლში შეხვედრებს გამართავს და ასევე მოსალოდნელია მისი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრა.

თურქეთში ბოლო ვიზიტის დროს, გასული წლის ნოემბერში, ბლინკენი ერდოღანს არ შეხვედრია, მაგრამ შეხვდა თავის თურქ კოლეგას – საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანს.

რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის შემდეგ ბლინკენი ეწვევა იორდანიას, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, ისრაელს, დასავლეთ სანაპიროს, ეგვიპტესა და საბერძნეთს.

2023 წლის 7 ოქტომბრის ჰამასის ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმის შემდეგ ეს ბლინკენის რეგიონში უკვე მეოთხე ვიზიტია.