პოდოლიაკმა დაადასტურა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებული რაკეტები გამოიყენა

105
spot_img

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა დაადასტურა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებული რაკეტები გამოიყენა.

“თავისი აშკარა გენოციდური ომის ფარგლებში, რუსეთმა პირველად განახორციელა დარტყმა უკრაინის ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული რაკეტებით”, – აღნიშნა პოდოლიაკმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პოდოლიაკის თქმით, მოსკოვის რეჟიმი აღარ მალავს თავის ზრახვებს.

“ახლა [რუსეთი] უკრაინელებს უტევს იმ სახელმწიფოდან მიღებული რაკეტებით, სადაც მოქალაქეებს საკონცენტრაციო ბანაკებში აწამებენ”, – განაცხადა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.