გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელმა, კეტრინ რასელმა განაცხადა, რომ ღაზაში მყოფი ბავშვებისთვის, რომლებიც კოშმარში არიან, დრო იწურება.
“ღაზის სექტორში მყოფ ბავშვებს სამმაგი სასიკვდილო საფრთხე ემუქრებათ, ვინაიდან იმატებს დაავადებების შემთხვევები, მკვეთრად გაუარესებულია კვება, ხოლო საომარი მოქმედებების ესკალაცია მეთოთხმეტე კვირას უახლოვდება”, – აღნიშნა გაეროს მაღალჩინოსანმა.
მისი თქმით, ბავშვების ცხოვრების პირობები სწრაფად უარესდება.
“ბავშვები და ოჯახები ღაზის სექტორში კვლავ იღუპებიან, კვლავ ვხედავთ დაშავებულებს და მათი სიცოცხლე მზარდი საფრთხის ქვეშ არის დაავადებებისა და საკვებისა და წყლის ნაკლებობის გამო. ყველა ბავშვი და მშვიდობიანი მოქალაქე უნდა იყოს დაცული ძალადობისგან და ჰქონდეს წვდომა ძირითად სერვისებსა და მარაგებზე”, – განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელმა.