“ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, გერმანია უკრაინის მხარდაჭერისგან შინაგან დაღლილობას არ გრძნობს” – ანალენა ბერბოკი

257
spot_img

ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, გერმანია უკრაინის მხარდაჭერისგან შინაგან დაღლილობას არ გრძნობს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა „სიენენს“ განუცხადა.

კითხვაზე, გრძნობს თუ არა გერმანია „უკრაინისგან დაღლას“ ეკონომიკური პრობლემების ფონზე, მინისტრმა უპასუხა, რომ „არა“.

„ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ, ამიტომ ყველას თავისი შეხედულება აქვს სამყაროს შესახებ, მაგრამ თავიდანვე გერმანელებისა და ევროპელების აბსოლუტურმა უმრავლესობამ კარგად გააცნობიერა, რომ ჩვენ შეიძლებოდა ვყოფილიყავით უკრაინელების ადგილას“, – განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ბერბოკის თქმით, გერმანიაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მაღალი ინფლაცია იყო, ხოლო გერმანიის ეკონომიკა უკიდურესად იყო დამოკიდებული რუსულ ნავთობსა და გაზზე.

„ასეთ დროს თქვენ უნდა მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროთ უკრაინას, მსოფლიოს, მაგრამ თქვენ უნდა აუხსნათ ხალხს, რატომ უნდა გააკეთოთ ეს. ასევე, თქვენ უნდა იმუშაოთ სხვა სოციალურ პროგრამაზე, რათა თავიდან აიცილოთ უარყოფითი შედეგები ხალხისა და ოჯახებისთვის. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვცდილობთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.