ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა – დეტალები

193
spot_img

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ, ვერა იუროვასთან.

შეხვედრის ფარგლებში განსახილველ მთავარ თემას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი წარმოადგენდა. მინისტრმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისკუთხით მიღწეული წინსვლა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება დაფასებული და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებაში აისახება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო კანონის უზენაესობის სფეროში საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ევროპული ღირებულებების და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ნაკისრი ვალდებულებების ერთგულია.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.