“დონორების მიერ იატაკქვეშა მეთოდით, რადიკალური ჯგუფების და პარტიების უკანონო დაფინანსება ხდება” – შალვა პაპუაშვილი

11
spot_img

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილი განცხადებით, რამდენიმე დონორი უხეშად არღვევს იმ სტანდარტებს, რომელიც საერთაშორისო დახმარების სფეროში არსებობს.

მისივე მტკიცებით, დონორების მიერ იატაკქვეშა მეთოდით, რადიკალური ჯგუფების და ასევე, პარტიების უკანონო დაფინანსება ხდება.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვართ ახლა იმ ეტაპზე, რომ აბსოლუტურად ყრუ კედელს მივაწყდით დონორების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად უშუალოდ მქონდა არა ერთხელ საუბარი, როგორც დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, ისე უშუალოდ დონორების ხელმძღვანელობასთან, არის რამდენიმე დონორი, რომელიც აბსოლუტურად უხეშად იმ სტანდარტებს არღვევს, რომელიც საერთაშორისო დახმარების სფეროში არსებობს. და ყველას შევახსენებ, რომ ეს არ არის დაურეგულირებელი სფერო იმ მხრივ, რომ როგორც გინდა ჩახვალ იმ ქვეყანაში და დახარჯავ ფულს ისე, როგორც გინდა. არსებობს საერთაშორისო დახმარების პარიზის დეკლარაცია, რომელიც ავალდებულებს დონორებს, რომ ერთი მხრივ, გამჭვირვალეები იყვნენ, ხოლო მეორე მხრივ, მათ პასუხისმგებელს ხდის იმ შედეგებისთვის, რომელიც დგება მათ მიერ ფულის ხარჯვით. სამწუხაროდ, ამ ჩვენს მოწოდებებს, დახურულ კარს მიღმა საუბრებს, საჯარო მოწოდებებს არანაირი შედეგი არ მოაქვს. ვინაიდან ვხედავთ, რომ აბსოლუტურად ყრუ კედელი არის ამ მხრივ და იატაკქვეშა დაფინანსება რადიკალური ჯგუფების ხდება, პარტიების უკანონო დაფინანსება.

ტელევიზია „მთავარი“ არის პარტიული პროპაგანდის ინსტრუმენტი. არანაირი დამოუკიდებელი მედია ეს არ არის, ეს ნათელია ხომ? პარტიული პროპაგანდის ინსტრუმენტში, როდესაც ფული იხარჯება, ეს ნიშნავს, რომ იმ პარტიის ხელშესაწყობად წინასაარჩევნოდ ფული იხარჯება. ეს ინფორმაცია თუ მართალი არის, რომ უცხოურ დაფინანსებას პარტიული პროპაგანდის ინსტრუმენტი „მთავარი“ იღებს, ეს ნიშნავს, რომ რომელიღაცა დონორი პირდაპირ უკვე არჩევნებში ერევა. ეს არის სწორედ, უცხოური არჩევნებში ჩარევა, როდესაც ერთ-ერთი პარტიის პროპაგანდისტულ ინსტრუმენტს აფინანსებ. სხვათა შორის შემდეგ გაირკვა, რომ 2020 წელს ასეთი რაღაცები ხდებოდა. „ტვ პირველის“ ჟურნალისტების ხელფასები ერთ-ერთი უცხოური, ამერიკული ფონდის მიერ ფინანსდებოდა. შეგახსენებთ, ეს ის პერიოდია, როდესაც „ტვ პირველი“, მათ შორის დეზინფორმაციული კამპანიის აქტიური შემოქმედი იყო, რომელიც ბაჩალიაშვილის და შაქარაშვილის საქმეს შეეხებოდა. წინასაარჩევნოდ ერთ-ერთი ამერიკული ფონდი პირდაპირ პარტია „ლელოს“ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტს აფინანსებდა. ამიტომ, სწორედ, ეს არის პრობლემა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.