“ვისურვებდი, ამერიკას უფრო მკაფიო პოზიცია ჰქონდეს სასამართლოს შემთხვევაში” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

9
spot_img

ვისურვებდი, რომ ამერიკას უფრო მკაფიო პოზიცია ჰქონდეს სასამართლოს შემთხვევაში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ქართველი მოსამართლეებისთვის დაწესებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა.

„ვისურვებდი, რომ ამერიკას უფრო მკაფიო პოზიცია ჰქონდეს სასამართლოს შემთხვევაში. სანქციების მოხსნა არაფერ შუაში არ არის, შეიძლება უფრო მკაცრი სანქციებიც დავუწესოთ. მაგრამ ასე ნახევრადგადაწყვეტილება, როცა ვიღაცები დასანქცირებული არიან, მაგრამ სინამდვილეში არ არის ზეწოლა გასაგები მიზნით, რომ მართლა ავტორიტეტული სასამართლო გავაკეთოთ, მე ეს არ მომწონს“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობამ აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობას მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების მოთხოვნით მიმართა.