„ჰავანის სინდრომთან“ დაკავშირებით ამერიკის მხრიდან მოვისმინეთ პასუხი, რომ ეს არის სისულელე, ამიტომ ამ სპეკულაციაში ვერ შევალ”

15
spot_img

„ჰავანის სინდრომთან“ დაკავშირებით ამერიკის მხრიდან მოვისმინეთ პასუხი, რომ ეს არის სისულელე, ამიტომ ამ სპეკულაციაში ვერ შევალ, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას, რომელიც „ჰავანის სინდრომთან“ დაკავშირებით საერთაშორისო ჟურნალისტური ქსელის გამოძიების შედეგებს ეხებოდა.

კერძოდ, პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, – „გამოძიების თანახმად, კელი დეგნანის ელჩობის დროს მოიწამლა საელჩოს თანამშრომელი, რომელიც მართლმსაჯულებაზე მუშაობდა და ამის შესახებ მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი. რატომ დუმდა საელჩო და დუმს ამ დრომდე“.

„არათუ საელჩო, ამასთან დაკავშირებით გუშინ მოისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პრესმდივნის პასუხი, რომ ეს არის სისულელე და არანაირი ასეთი მოსაზრება, დასკვნა არ აქვს არათუ ამერიკის სახელმწიფოს, არამედ სახელმწიფოს სპეციალურ უწყებებს, რომლებიც ამ საკითხებზე არიან პასუხისმგებელი. ამიტომ ამ სპეკულაციაში ვერ შევალ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საერთაშორისო ჟურნალისტური ქსელის გამოძიების თანახმად, „ჰავანის სინდრომი“ თბილისში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის მეუღლესაც დაუფიქსირდა. მათივე ცნობით, ფაქტთან რუსეთის სპეცსამსახურების კავშირი დგინდება.