დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენს „ბოროტი ძალები“ აკონტროლებენ

24
spot_img

აშშ-ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის მოქმედ ლიდერს, ჯო ბაიდენს „ბოროტი ძალები“ აკონტროლებენ. ამის შესახებ Mirror-ი წერს.

„ძალიან ძლიერები უნდა ვიყოთ. ჩვენ ვებრძვით ძალიან ბოროტ ძალებს და ისინი ძალიან ჭკვიანები არიან. ეს არიან ადამიანები, რომლებიც აკონტროლებენ ბაიდენს. ეს სრული სიმართლეა. შესაძლოა, მათ ნამდვილად სჯერათ საკუთარი ავადმყოფური იდეოლოგიის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.