პარლამენტის წევრს, რომლის უფლება – მოვალეობაა მიიღოს კანონი, ასანქცირებენ ამისთვის. ცირკია, მეტი არაფერი – ვიქტორ ჯაფარიძე

14
spot_img

პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონული მდივანი ვიქტორ ჯაფარიძე აშშ-ს სანქციებს პასუხობს. დეპუტატის თქმით, პარლამენტარებს, რომელთა მოვალეობაც კანონის მიღებაა, გამჭვირვალობის კანონის გამო ასანქცირებენ. ვიქტორ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ არ ცირკზე კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე საზოგადოება ამას აუცილებლად უპასუხებს.

„პარლამენტის წევრს, რომლის უფლება – მოვალეობაა მიიღოს კანონი, ასანქცირებენ ამისთვის. ცირკია, მეტი არაფერი. წარმოიდგინეთ, რომ პარლამენტის წევრმა ხმა მისცა გამჭვირვალობის კანონს და ამისთვის ასანქცირებენ. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? დარწმუნებული ვარ, ოქტომბრის არჩევნებზე, მოსახლეობა გასცემს მათ პასუხს“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.