,,უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ყველა ნაბიჯი შეასრულეს” – ევროკომისიის წარმომადგენელი 

18
spot_img

წევრ ქვეყნებს მივაწოდეთ განახლებული ინფორმაცია და მიგვაჩნია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ყველა ნაბიჯი შეასრულეს, – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ანა პიზონერომ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა გადაწყვეტილება წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ.

„გადაწყვეტილება ახლა წევრი ქვეყნების ხელშია, მათ უნდა მიიღონ მოლაპარაკებების ჩარჩო“, – აღნიშნა ანა პიზონერომ.

მისი განმარტებით, უკრაინისთვის მოლაპარაკებების დაწყების პირობებს წარმოადგენდა ანტიკორუფციული რეფორმები, პოლიტიკური ლობირების შეზღუდვა, თანამდებობის პირებისთვის ქონების დეკლარირების წესები და ეროვნული უმცირესობების ენების დაცვა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა დაადასტურა, რომ ევროკომისიამ უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირ