დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7000 ლარი გახდა

104
spot_img

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7000 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7000 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7061 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0061 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8847 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9104 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0257 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.