ზალუჟნის თანაშემწე დაბადების დღეზე ნაჩუქარი ჭურვის აფეთქების შედეგად დაიღუპა

99
spot_img

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანაშემწე დაბადების დღეზე ნაჩუქარი ხელის ჭურვის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთმა თანამშრომელმა 39 წლის მაიორს, გენადი ჩასტიაკოვს დაბადების დღეზე ვისკი და ჭურვები აჩუქა. სახლში დაბრუნებულმა ჩასტიაკოვმა კოლეგებისგან მიღებული საჩუქრების ოჯახის წევრებისთვის ჩვენება გადაწყვიტა. ინციდენტის დროს მასთან ერთად ოთახში მისი მეუღლე, 13 წლის ვაჟი და 11 წლის ქალიშვილი იმყოფებოდნენ.

ჭურვი ხელში ჯერ ჩასტიაკოვის ვაჟმა აიღო, რის შემდეგაც მამამ გამოართვა და გახსნა. აფეთქების შედეგად ჩასტიაკოვი დაიღუპა, მისმა ვაჟმა კი სერიოზული დაზიანება მიიღო. მსუბუქად არის დაჭრილი სამხედროს ქალიშვილიც.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სამხედრომ, რომელმაც ჩასტიაკოვს ჭურვები აჩუქა, გააფრთხილა, რომ ისინი ნამდვილია. „როგორც ჩანს, მაიორმა მას არ დაუჯერა“, – აღნიშნავენ შსს-ში.