,,სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, თავი ზე პოლიტიკოსად წარმოაჩინოს” – ქადაგიძე

77
spot_img

„სამწუხაროდ, რასაც საჭიროდ მიიჩნევს, იმას ამბობს, მისი განცხადებები კი საერთოდ აცდენილია იმ რეალობას, რომელშიც ქართული პოლიტიკა და საზოგადოებაა დღესდღეობით. მას თავისი დღის წესრიგი აქვს და ცდილობს, თავი ზე პოლიტიკოსად წარმოაჩინოს, თუმცა რამდენად გამოსდის, ეს უკვე მეორე საკითხია“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები აცდენილია ქართულ რეალობას, ეს დამოკიდებულება კი პრეზიდენტის მხრიდან საკმაოდ მიუღებელია.

„ცოტა არაადეკვატურად ჩანს ჩვენი პრეზიდენტის ბავშვური დამოკიდებულება და „ფეხების ბაკუნი“. თითქოს ცდილობს, იმის დემონსტრირება მოახდინოს, რომ ზე პოლიტიკოსია, რომელიც ყველა პოლიტიკოსზე მაღლა დგას და დამოუკიდებელი ფიგურაა. დღეს ისე ჩანდა, რომ თითქოს თავი დაიცვა, იჩივლა, ცალი ხელით კი დაემუქრა ხელისუფლებას, რასაც ჩავთვლი საჭიროდ, იმას გავაკეთებო. სამწუხაროდ, რასაც საჭიროდ მიიჩნევს, იმას ამბობს, მისი განცხადებები კი საერთოდ აცდენილია იმ რეალობას, რომელშიც ქართული პოლიტიკა და საზოგადოებაა დღესდღეობით. სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტის მხრიდან ვხედავთ ასეთ არაადეკვატურ დამოკიდებულებას. მას თავისი დღის წესრიგი აქვს და ცდილობს, თავი ზე პოლიტიკოსად წარმოაჩინოს, თუმცა რამდენად გამოსდის, ეს უკვე მეორე საკითხია“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.