“დასანანმა შეცდომამ როგორც ფეხბურთელებს, აგრეთვე გულშემატკივრებს ძალიან გული დაგვწყვიტა” – გურამ კაშია

180
spot_img

საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ესპანეთთან მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა.

„დასანანი შეცდომა იყო დაშვებული, რომელმაც როგორც ფეხბურთელებს, აგრეთვე გულშემატკივრებს ძალიან გული დაგვწყვიტა. ვფიქრობ, ამ ყველაფრის გამოსწორება მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ხვიჩას დანაკლისი, რა თქმა უნდა, უდიდესი იქნება პლეიოფის შეხვედრაში, მაგრამ თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ 21 მარტის თამაში წარმატებით დავასრულოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი თანაგუნდელებისთვის, ასევე ჩვენი გუნდის წევრის შეცდომა ჩვენვე გამოვასწოროთ ერთიანობით. ყველას გელოდებით ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ისტორიულ შეხვედრაზე“, – წერს გურამ კაშია Instagram-ზე.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მიღებული სამი ყვითელი ბარათის გამო ხვიჩა კვარაცხელია მარტში, პლეიოფის ნახევარფინალს გამოტოვებს. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მენეჯერმა, გიორგი კაციტაძემ ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით შეცდომა მან დაუშვა.