,,,დარწმუნებული ვარ, “ნაციონალური მოძრაობის” კონსულტანტი როზნერი იმედგაცრუებულია”- ოდიშარია

18
spot_img

ოპოზიციას დიასპორა ახსენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მათ ბინძურ პოლიტიკურ დღის წესრიგს სჭირდება წინასაარჩევნოდ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტში განაცხადა.

მისივე განცხადებით, ოპოზიციამ იცის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დიდ მარცხს განიცდის, ამიტომ „ეპოტინებიან და ექლესებიან დიასპორას“.

„როგორც ხედავთ, დიასპორა და ემიგრაცია იყო შინაგან საქმეთა მინისტრის ანგარიშის მოსმენისას ლამის ყველზე მნიშვნელოვან საკითხად წარმოჩენილი. წარმოჩინდა იმ ხალხის მიერ, ვისაც წლების განმავლობაში არ გახსენებია და არ ახსენდება. ახსენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მათ ბინძურ პოლიტიკურ დღის წესრიგს სჭირდება წინასაარჩევნოდ. განსაკუთრებით მესმის ხელმოცარული ოპოზიციის, „ნაცების“, „შმაცების“, „ნაცმუცების“. ვფიქრობ, გასაგებია, რომელ პარტიებსაც ვგულისხმობ, რომელთაც გარანტირებულად იციან, რომ დიდი მარცხს განიცდიან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ამიტომ ეპოტინებიან და ექლესებიან დიასპორას, რადგან სრულიად პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებისას დიასპორულ ხმებს განსაკუთრებული ფასი დაედო“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ბექა ოდიშარიას განცხადებით, დიასპორა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ „მესიჯბოქსის“ განუყოფელი ნაწილი მას შემდეგაა, რაც მათი ახალი კონსულტანტი ჯერემი როზნერი გახდა.

„ისმის შეკითხვა, როდის გახდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ „მესიჯბოქსის“ განუყოფელი ნაწილი სიტყვები: დიასპორა და ემიგრაცია. ეჭვი მაქვს, ეს ემთხვევა „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური კონსულტანტის, ბატონი როზნერის გამოჩენას ავანსცენაზე. როზნერი ჭკვიანი კაცი ჩანს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უკიდურესად იმედგაცრუებულია. მისი აზრით, საქართველოს დიდ მწვრთნელად, მასწავლებლად, დიდოსტატად მოევლინა, მას წმინდათა წმინდა მისია ჰქონდა. როგორც გუშინ მამუკა მდინარაძემ თქვა: კარგად ჩაცმული „ნაცები და უნიჭოდ გადაცმული „შმაცები“ უნდა დაევარცხნა და ჭეშმარიტ გზაზე დაეყენებინა. გზაზე, რომელიც სრული სვლით, რევანშისტული სულისკვეთებით ძალაუფლების ხელში აღებისკენ მიემართება. დაიძინა დიდოსტატად და გაიღვიძა ორინტოლოგად, ხელში ბოროტი წარსულით დამძიმებული, თუმცა ნიჭიერი, გალესილი პოლიტიკოსების ნაცვლად თუთიყუშები შერჩა. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თუთიყუშები თავიანთი ძახილის შინაარსში უფრო ღრმად შედიან, ვიდრე კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დიასპორის და ემიგრაციის საკითხებზე მომუშავე სპიკერები“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.