,,ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს კრემლის სტილის „უცხოელი აგენტების“ კანონმდებლობით”- თეთრი სახლის პრესმდივანი

12
spot_img

ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს კრემლის სტილის „უცხოელი აგენტების“ კანონმდებლობით, რომელიც პარლამენტმა ახლახან დაამტკიცა და ველით, რომ პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

თეთრი სახლის პრესმდივანს ჰკითხეს: „აქვს თუ არა აშშ-ის ადმინისტრაციას რეაქცია საქართველოს მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დამტკიცებაზე და ექნება თუ არა რაიმე შედეგი აშშ-საქართველოს ურთიერთობაზე, თუ რეალურად ამოქმედდება?“, რაზეც მან აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის მიღება, აშშ-ის საქართველოსთან ურთიერთობის გადაფასებას აიძულებს.

„მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია, შეეცდება თუ არა პარლამენტი პოტენციური ვეტოს გადალახვას, ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას კანონმდებლობის მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და აშორებს საქართველოს ევროკავშირის ღირებულებებს. ნუ დავივიწყებთ ნატო-საც. ქართველი ხალხი აფიქსირებს თავის შეხედულებებს ამ კანონმდებლობის შესახებ, აპროტესტებს ქუჩებში, როგორც თქვენ ყველამ გაავრცელეთ ამ შაბათ-კვირას. ჩვენ ვნახეთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები, სადაც ათიათასობით მშვიდობიან მომიტინგეს ვერ აფერხებს დაშინების ტაქტიკა და ისინი ეუბნებიან მთავრობას, უარი თქვან ამ კანონმდებლობის მიღებაზე, რადგან მათ სურთ ევროატლანტიკური მომავალი. ჩვენ შევხედავთ, რას გააკეთებს პარლამენტი, მაგრამ ის თუ ამ კანონმდებლობას მიიღებს, გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.