,,„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ძალისხმევა იქნება სათანადოდ შეფასებული”- ილია დარჩიაშვილი

50
spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ვარჰეის, რომელთანაც შედგა ძალიან სიღრმისეული განხილვა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა დეტალურად გააცნო ბატონ ევროკომისარს ჩვენი ქვეყნის მხრიდან, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შესახებ, იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც ქვეყანამ გასწია ბოლო პერიოდის განმავლობაში, იმისთვის, რომ შესრულებული იყოს 12 პრიორიტეტი.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ძალისხმევა იქნება სათანადოდ შეფასებული და წარმოდგენილი ანგარიშში, რომელსაც ჩვენ ველოდებით ევროკომისიის მხრიდან და რომელიც იქნება ძალიან ძლიერი იმპულსი იმისთვის, რომ უკვე ევროპულმა საბჭომ წლის ბოლოსთვის მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, რომელიც ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია და რომელსაც დიდი ინტერესით ელოდება ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ჩვენი ხელისუფლება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.