გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს

115
spot_img

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს.

ანტონიო გუტერეშმა ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევა დაგმო ისრაელსა და ჰამასს შორის ომის მე-18 დღეს.

„ღრმად ვარ შეშფოთებული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევით, რასაც ჩვენ ვხედავთ ღაზაში. მოდით მკაფიოდ განვაცხადოთ: შეიარაღებული კონფლიქტის არცერთი მხარე არ დგას საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალზე მაღლა“, – აცხადებს გუტერეში.

მან, ასევე, მოითხოვა ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა.

„ამ უზარმაზარი ტანჯვის შესამსუბუქებლად, დახმარების უფრო უსაფრთხოდ განაწილების გასაადვილებლად და მძევლების გათავისუფლების ხელშესაწყობად, მე ვიმეორებ ჩემს მოწოდებას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ“, – დასძინა გაეროს გენერალურმა მდივანმა.