ჩინეთთან დაპირისპირება არც გარდაუვალია და არც შეუძლებელი – ლოიდ ოსტინი

25
spot_img

სინგაპურში მყოფმა ამერიკის თავდაცვის მდივანმა ჩინეთთან ომის შესაძლებლობაზე ისაუბრა. როგორც ლოიდ ოსტინმა განაცხადა, ჩინეთთან ომი არც გარდაუვალია და არც შეუძლებელი. პენტაგონის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა დიალოგის მნიშვნელობას, რაც მისი თქმით, არასწორი გათვლებისა და გაუგებრობების თავიდან აცილებისთვის საუკეთესო გზაა.

„ჩემი აზრით, ჩინეთთან დაპირისპირება არც გარდაუვალია და არც შეუძლებელი. დიდი ქვეყნის ლიდერებმა უნდა განაგრძონ ერთად მუშაობა. ვერაფერი ჩაანაცვლებს ღია საკომუნიკაციო ხაზებს, რათა გაუგებრობა და არასწორი გათვლები თავიდან ავიცილოთ. ყოველთვის ვამბობდი, რომ დიალოგი ჯილდო არ არის, ეს არის საჭიროება, ამიტომ ველოდები მეტ მოლაპარაკებას ჩინურ მხარესთან“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.