ზელენსკიმ აშშ-ს მოუწოდა, უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS-ის რაკეტებით შეტევის უფლება მისცეს

17
spot_img

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-მა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS-ის რაკეტებით შეტევების მიტანის უფლება უნდა მისცეს. 

ზელენსკის ამ მოწოდებას წინ უძღოდა თეთრი სახლის განცხადება იმის თაობაზე, რომ უკრაინას ხარკოვისა და სუმის რეგიონების მახლობლად, რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ გარკვეული ტიპის ამერიკული იარაღის გამოყენების აკრძალვა მოუხსნა.

ზელენსკის თქმით, ეს საკმარისი არ არის და აშშ-მ უკრაინას ATACMS-ისა და აშშ-ს მიერ მოწოდებული სხვა შორ მანძილზე მოქმედი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებაც უნდა დართოს.

„საკმარისია თუ არა ეს?- არა. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთი გამუდმებით ისვრის აეროდრომებიდან, რადგან იცის,  რომ უკრაინა ვერ უპასუხებს, რადგან არ აქვს შესაბამისი სისტემები და ნებართვა“, – განაცხადა ზელენსკიმ სინგაპურში, Shangri-La Dialogue კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.