ბელგოროდში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

150
spot_img

უკრაინასთან მოსაზღვრე რუსეთის ქალაქ ბელგოროდში აფეთქება მოხდა. როგორც BBC-ის რუსული სამსახური იუწყება, დაღუპულია სულ მცირე 2 ადამიანი, 10-მდე კი დაშავდა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ქალაქში კვამლის დიდი სვეტი ჩანს. ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმა განხორციელდა კურსკის ოლქში მდებარე სასაზღვრო სოფელ ტეტკინოში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში, უკრაინიდან დივერსიული ჯგუფები შეიჭრნენ.