საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და კიდევ ვეწვევი ახლო მომავალში, რათა კიდევ უფრო გავაძლიერო ჩვენი პარტნიორობა, – ამის შესახებ „ქრონიკის“ კითხვაზე პასუხად ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს, ისევე, როგორც ყველა ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს თავისი გზა. საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და კიდევ ვეწვევი ახლო მომავალში, რათა კიდევ უფრო გავაძლიერო ჩვენი პარტნიორობა. საქართველოს მიმართ ჩემი გზავნილია, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია. ნატოს აქვს მთავარი ღირებულებები – დემოკრატია, კანონის უზენაესობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო შეესაბამებოდეს ამ სტანდარტებს, როდესაც ის მიიწევს წინ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.