“სანამ დასავლელი „ვაშაძე-ხაბე-ხაზარაძე“ ინდიკაციებს „დეზერტირებზე“ დაეძებენ, მსოფლიო ბანკის ამ „რუსულ მონაცემებს“ დავეყრდნოთ” – დავით ქართველიშვილი

32
spot_img

გაგიკვირდებათ, წლევანდელი შემოსავლებით 1998 და 2008 წელთან შედარებით ხორცის, ყველის, ზეთის და ა.შ. მეტი ოდენობით შეძენაა შესაძლებელი, მიუხედავად ყველაფერზე გაზრდილი ფასებისა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

დავით ქართველიშვილი მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ იმ რეიტინგს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველო ფასების დონის სიმცირით 33-ე ადგილზეა, ევროპაში კი – სამეულში.

„სანამ ჩვენი მცირეპროცენტული ჯამბაზები ბაზარ-ბაზარ და მარკეტ-მარკეტ დარბიან, სიგრძის სიგანესთან შედარების მიზნით, მსოფლიო ბანკი განაგრძობს საქართველოზე თავის „რუსული ინდიკაციებით” მოპოვებული რეიტინგების გამოქვეყნებას. თურმე მსოფლიოში (!) ფასების სიმცირით 33-ე ადგილზე ვართ და ევროპაში (!) – სამეულში. ასე ხდება ხოლმე, როდესაც ეს მონაცემები არა „შულერების“, არამედ ელემენტარული ეკონომიკური მაჩვენებლების მცოდნე სპეციალისტების ხელშია.

მაგალითად, 1998 წელს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მუშაობის პერიოდში ჩემი 125-ლარიანი ხელფასით შემეძლო შემეძინა 300 ლიტრი საწვავი, ან 5 ტომარა ფქვილი, 2008 წლის ხელფასით – 600 ლიტრი საწვავი ან 15 ტომარა ფქვილი, წელს კი მხოლოდ საშუალო ხელფასით (სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით) შესაძლებელია 700 ლიტრი საწვავის ან 18 ტომარა ფქვილის შეძენა. და ამ დინამიკის პარალელურად – დიახ, ფასები გაიზარდა. ისევე, როგორც გაიზარდა საშუალო ხელფასები და გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა.

მე აღარ გადავიყვანე ეს მარტივი ფასწარმოქმნის არითმეტიკა 1998, 2008 და 2024 წლის საპენსიო ყიდვითუნარიანობის ჭრილში – ჩემი, არაეკონომისტის ლოგიკა, მათთვის ვინც სიგრძის მაჩვენებლებს სიგანეს ადარებს, მაინც გაუგებარი იქნება. ამიტომ, მსოფლიოს ბანკის ამ „რუსულ მონაცემებს” დავეყრდნოთ, სანამ დასავლელი „ვაშაძე-ხაბე-ხაზარაძე” ამ ინდიკაციებს დეზერტირებზე დაეძებენ.

P.S.: გაგიკვირდებათ, წლევანდელი შემოსავლებით 1998 და 2008 წელთან შედარებით ხორცის, ყველის, ზეთის და ა.შ. ასევე, იმაზე მეტი ოდენობით შეძენაა შესაძლებელი, მიუხედავად ყველაფერზე გაზრდილი ფასებისა. 1998 წელს 20 ათას დოლარად შეძენილი ბინის ღირებულება წელს მაკლერმა 120 ათასად შემიფასა – ასეც ხდება ხოლმე…“, – წერს დავით ქართველიშვილი.