ფაშინიანმა და ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართეს

196
spot_img

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

როგორც სომხური მედია იუწყება, მხარეებმა განიხილეს აზერბაიჯანის თავდასხმის შემდეგ მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება.

ნიკოლ ფაშინიანმა და ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ ძალის გამოყენება დაუშვებელია და აღნიშნეს საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების აუცილებლობა დეესკალაციისთვის.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ყარაბაღში ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყების შესახებ განაცხადეს.