ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის 400 მილიონი აშშ დოლარის დახმარების სამხედრო პაკეტს ამზადებს. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება.
„რამდენიმე თვის განმავლობაში ეს იქნება აშშ-ს დახმარების პირველი პაკეტი უკრაინისთვის, რადგან კიევისთვის დამატებითი თანხები კონგრესში რესპუბლიკელი ლიდერების მიერ არის დაბლოკილი“, – წერს მედიასაშუალება.
სავარაუდოდ, დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას შეერთებული შტატები 12 მარტს გვიან გეგმავს.