„ნაციონალური მოძრაობის“ სწორი სტრატეგია იქნება ის, რომ აქცენტი სააკაშვილზე გააკეთონ”- ჯაფარიძე

27
spot_img

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის აზრით, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც აქცენტები ჯანმრთელობის პრობლემებზე გადაიტანა და სწორედ, ამ გზით ცდილობდა ის თავისუფლების მიღწევას.

ჯაფარიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ სწორი სტრატეგია იქნება ის, რომ აქცენტი სააკაშვილზე გააკეთონ.

„ჩემი აზრით {მიხეილ სააკაშვილმა} შეცდომა დაუშვა, როდესაც აქცენტები გადაიტანა ჯანმრთელობის პრობლემებზე და ამ გზით ცდილობდა თავისუფლების მიღწევას. მგონია, რომ ამის შედეგებს ახლა იმკის სააკაშვილიც და „ნაციონალური მოძრაობაც“. მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ის შეუცვლელია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამდენი წლის განმავლობაში მასთან მიახლოებულიც კი ვერ გამოკვეთა.

„ნაციონალური მოძრაობის“ სწორი სტრატეგია იქნება ის, რომ აქცენტი სააკაშვილზე გააკეთონ. ხმების უდიდესი უმრავლესობა, რასაც პარტია იღებს არის სააკაშვილის ხმები“, – განაცხადა ჯაფარიძემ სატელევიზიო ეთერში.