არჩევნების შედეგების ბოიკოტი „ნაციონალური მოძრაობის“ წესია და არ მგონია, რომ 2024 წელი გამონაკლისი იყოს, ოპოზიცია უკვე მთლიანად ჩაჯდა რადიკალურ კალაპოტში -შალვა პაპუაშვილი

16
spot_img

არჩევნების შედეგების ბოიკოტი „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულებრივი წესია, არ მგონია, რომ 2024 წელი გამონაკლისი იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია უკვე მთლიანად ჩაჯდა რადიკალურ კალაპოტში.

„საარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნება“ ყოველთვის ძლიერი იყო როგორც სტრუქტურულად, ისე იდეების მხრივ. ყველას შევახსენებ, რომ ჩვენ ვიყავით ერთადერთი პარტია 2020 წელს, რომელსაც მთავარი საარჩევნო დაპირება და მიზანი ჰქონდა 2024 წლისთვის ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთება. ახლა ვართ 2024 წელში და არათუ განაცხადი გვაქვს გაკეთებული, არამედ კანდიდატის სტატუსი გვაქვს მიღებული. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ უფრო გრძელვადიან ხედვებზე ვართ ორიენტირებულები და ჩვენს საზოგადოებას მეტ სიახლეს ვთავაზობთ, ვიდრე ეს ოპოზიციას შეუძლია.

ერთადერთი, რაც მაშინებს წელს, ეს არის ის, რომ ვხედავთ, ოპოზიცია უკვე მთლიანად ჩაჯდა რადიკალურ კალაპოტში. ვნახეთ პირველი მერცხალი „ლელო“, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტს და დემოკრატიულ პროცესებს. დღეს ევროკავშირის საელჩოში იყო მრავალპარტიულ ფორმატში შეხვედრა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გამოვიდა ამ შეხვედრიდან (ალბათ შიგნითაც იგივე თქვა) და განაცხადა, რომ მათი ხედვაა, 2024 წელს ხელისუფლება შეცვალონ და შემდეგ იმუშაონ ამ საკითხებზე. საბოლოო ჯამში, არსებობს „ნაცმოძრაობა“ და მის ქვეშ არსებული პარტიები, ვინაიდან მათ აქვთ ფინანსური რესურსები, მედიარესურსები, შესაბამისად, თავმოყრილი არიან მის გარშემო ოპოზიციური პარტიები. არ ვგულისხმობ ერთ-ორ გამონაკლისს, თუმცა ისინი ამინდს, სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში ვერ ქმნიან. არჩევნების შედეგების ბოიკოტი „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულებრივი წესია. არ მგონია, 2024 წელი გამონაკლისი იყოს და ამისთვის ემზადებიან ახლა, რათა შეამზადონ საბაბები იმისთვის, რომ შემდეგ არჩევნების შემდეგებს ბოიკოტი გამოუცხადონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.