გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოში სრულად შეაღწია „ჰამასმა“-ბენიამინ ნეთანიაჰუ

48
spot_img

გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოში სრულად შეაღწია ტერორისტულმა ჯგუფმა „ჰამასმა“, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში, გაერო-ს ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ნეთანიაჰუს თქმით, გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტო სხვა დახმარების სააგენტოებმა უნდა შეცვალონ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ის იმედოვნებდა, რომ ღაზის სექტორში იქნებოდა ობიექტური და კონსტრუქციული ორგანო, რომელიც დახმარებას შესთავაზებდა ხალხს. მისივე განცხადებით, მსგავსი ორგანო საჭიროა დღეს ღაზაში, მაგრამ გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტო ასეთი ორგანო არ არის.

„დროა, საერთაშორისო საზოგადოებამ და თავად გაერო-მ გაიგოს, რომ გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს მისია უნდა დასრულდეს“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.