უკრაინამ ანექსირებულ ყირიმში ბელბეკის აეროდრომი დაბომბა. ინფორმაცია უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა „ტელეგრამის“ გვერდზე გამოაქვეყნა.
მანამდე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აეროდრომზე დარტყმა „სტორმ შადოვისა“ და „სკალპის“ ფრთოსანი რაკეტებით განხორციელდა. რუსული მხარე ირწმუნება, რომ უკრაინელების სარაკეტო თავდასხმა მოიგერიეს.