“არ მიგვაჩნია, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა შეირყა” – კულება

212
spot_img

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აშშ-ის კონგრესში წლიური ბიუჯეტის მიღების საკითხს გამოეხმაურა.

კულებას თქმით, წლიური ბიუჯეტის საკითხზე უთანხმოებისა და შესაძლო „შათდაუნის“ ფონზე უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია.

„შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში, ის, რაც აშშ-ის კონგრესში გასულ შაბათ-კვირას მოხდა, არის სისტემური, თუ შემთხვევა. ვფიქრობ, რომ ეს არის ინციდენტი. ჩვენ გვაქვს ძალიან სიღრმისეული დისკუსია კონგრესში ორივე მხარესთან, რესპუბლიკელებთან და დემოკრატებთან“, – აღნიშნა კულებამ.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, შეერთებულ შტატებს ესმის, რომ „უკრაინაში ბევრად მეტიდევს სასწორზე, ვიდრე მხოლოდ უკრაინა“.

„ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს სტაბილურობასა და პროგნოზირებადობაზე,“ – აცხადებს კულება.