არ გამოვრიცხავ, სალომე ზურაბიშვილი რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში ვიხილოთ -პაატა მანჯგალაძე

36
spot_img

პრეზიდენტს თუ აქვს პრეტენზია, რომ ხალხის ხმა უნდა იყოს და სამართლიანობისთვის იბრძვის, უპირველესად, ეს უნდა დადასტურდეს მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, რადგან სასამართლო არის და პროკურატურას ფარცხალაძე და მისი კლანი თუ მართავენ, გამოდის, ბრალიც და სამართალიც გამრუდებულია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც მანჯგალაძემ განაცხადა, პოლიტიკაში მუდმივი არაფერია და სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს თუ შეიწყალებს, ეს იქნება სამართლიანობისა და სამართლისკენ გადადგმული ნაბიჯი.

„მაქვს მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს პოლიტიკის ინტერესი და ეს ძალიან კარგია, ცუდი არ არის. ველოდები სალომე ზურაბიშვილის უფრო მკვეთრ ნაბიჯებს პოლიტიკაში უფრო აქტიური ჩართვისთვის. ის რა სიმბოლური ფუნქციებიც აქვს, თან ვადაც ეწურება, თან დროც გადის, თან ერთგვარი შეზღუდვებიც აქვს და ვფიქრობ, პრეზიდენტი თანდათან მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში. არ გამოვრიცხავ, ის ვიხილოთ რომელიმე ოპოზიციური პარტიის სიაშიც კი.

მე არ ვარ ანალიტიკოსი, მაგრამ როცა ვარ პოლიტიკაში, იძულებული ვარ, დავფიქრდე სავარაუდო სცენარებზე და ერთ-ერთ სავარაუდო სცენარად განვიხილავ ნამდვილად სალომე ზურაბიშვილს აქტიურ პოლიტიკაში. თუ ვისთან ერთად, ამაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ, მაგრამ არსებობს ძალები, სადაც სალომე ზურაბიშვილიც მივა და ის ძალებიც სიამოვნებით მიიღებენ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

პოლიტიკაში მუდმივი არაფერია, ამიტომ, ასე ვთქვათ, სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს თუ შეიწყალებს, ეს იქნება სამართლიანობისა და სამართლისკენ გადადგმული ნაბიჯი. შეიძლება მაინც ახალი ბრალი წაუყენონ და დატოვონ სააკაშვილი პატიმრობაში, თუმცა ზურაბიშვილი ისტორიისა და ხალხის წინაშე მართალი იქნება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.