გადაწყვეტილება ბატონი სააკაშვილის და სხვა ნებისმიერი პირის შეწყალების ან არშეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ხელშია, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
„გადაწყვეტილება ბატონი სააკაშვილის და სხვა ნებისმიერი პირის შეწყალების ან არ შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ხელშია. ამის შესახებ მე სათქმელი არაფერი მაქვს. ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა. გადაწყვეტილება ამ უფლების გამოყენების შესახებ მისი მისაღებია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.