“არის გეგმა „მაიდან 3“, რომ შეცვალონ პრეზიდენტი” – ზელენსკი

77
spot_img

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთს 2023 წლის ბოლომდე მისი პრეზიდენტის თანამდებობიდან ჩამოშორება სურს, რისთვისაც მომზადებული აქვს დესტაბილიზაციის გეგმა „მაიდანი 3“.

ამის შესახებ ზელენსკიმ გამოცემა The Sun-ს განუცხადა.

„არის გეგმა „მაიდან 3“, რომ შეცვალონ პრეზიდენტი. შესაძლოა, არა მკვლელობის გზით, არამედ შეცვლით. ისინი ხელთარსებულ ნებისმიერ ინსტრუმენტს გამოიყენებენ. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ წლის ბოლომდე განახორციელონ ახალი ოპერაცია, რომელსაც სახელწოდებაც კი აქვს, თუმცა ხედავთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამასთან ცხოვრება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

16 ნოემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვი მიისწრაფვის უკრაინული საზოგადოების გახლეჩისკენ, ქვეყნის შიგნით ქაოსის შექმნისა და პრეზიდენტის მოშორებისკენ.