,,ამ მკვლელობას წინ უძღოდა ილია კივას დღევანდელი დილის სტატუსი მის „ტელეგრამ-არხზე“- დავით ქართველიშვილი

63
spot_img

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში „Украинская правда-ს“ იმ ინფორმაციას განიხილავს, რომლის მიხედვითაც მოსკოვის ოლქში ლიკვიდირებულ იქნა უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი ილია კივა.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, დეპუტატის მკვლელობას წინ უძღოდა მისი ინტერნეტში გაზიარებული სტატუსი, სადაც ზელენსკის თვითმკვლელობისკენ მოუწოდებდა.

„დღეს, დღისით მოსკოვის ოლქში ლიკვიდირებული იქნა უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი ილია კივა. გამომცემლობა „Украинская правда-ს“ ინფორმაციით, ძალოვანი სტრუქტურებიდან გაჟონილ მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლელობა ორგანიზებული იქნა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ.

ამ მკვლელობას წინ უძღოდა ილია კივას დღევანდელი დილის სტატუსი მის „ტელეგრამ-არხზე“. ამ პოსტში ილია კივა ურჩევდა ზელენსკის – თავი მოეკლა და საიქიოში წაეღო მასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა. მოკლული ექს-დეპუტატის აზრით, კონგრესის გადაწყვეტილების შემდეგ უკრაინისთვის ფინანსების გამოყოფაზე უარის თაობაზე, ზელენსკის დღეები დათვლილია.

კივას აზრით, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ზელენსკის ან გადასცემენ მოსკოვს, ან თავად გაანადგურებენ. კივა ურჩევდა ზელენსკის, გაქცეულიყო ბრიტანეთში, თუმცა, იქიდან გადმოცემის პრეცედენტებიც შეახსენა და მოსკოვის მიერ ლონდონში თავისი მოწინააღმდეგეების იდუმალი მოწამვლის ფაქტებიც. ასეა თუ ისე, ამ სტატუსის დამწერი, უკრაინული მედიასაშუალებების ინფორმაციით, СБУ-მ დღეს რუსეთის ტერიტორიაზე გაანადგურა…“, – წერს დავით ქართველიშვილი.