ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ვიდრე პრემიერის თანამდებობაზეა, ღაზის სექტორი პალესტინის მთავრობის მმართველობაში არ გადავა, – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„იქამდე, ვიდრე მე პრემიერ-მინისტრი ვარ, ეს არ მოხდება. ვინც საკუთარ შვილებს ტერორს ასწავლის, ტერორს აფინანსებს და მხარს უჭერს ტერორისტების ოჯახებს, „ჰამასის“ განადგურების შემდეგ მათ არ შეუძლიათ, მართონ ღაზის სექტორი“, – წერს ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის კომენტარი მოჰყვა პალესტინის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის მიერ Sky news arabia-სთან მიცემულ ინტერვიუს, რა დროსაც მან განაცხადა, რომ მზად არის, მმართველობა აიღოს ღაზის სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე.