რუსეთში გაქცეული უკრაინის უმაღლესი რადის ყოფილი დეპუტატი, მოსკოვის ოლქში გარდაცვლილი იპოვეს – მედია

59
spot_img

რუსეთში გაქცეული უკრაინის უმაღლესი რადის ყოფილი დეპუტატი, ილია კივა მოსკოვის ოლქში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ილია კივა უკრაინიდან რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის წინა დღეს გაიქცა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სახალხო დეპუტატი რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

მან რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა და ამტკიცებდა, რომ თითქოს მის გატაცებას ცდილობდნენ უკრაინაში.

ნოემბრის შუა რიცხვებში ლვოვის სასამართლომ კივა სახელმწიფო ღალატში ცნო დამნაშავედ და დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა.