Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ყველამ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ. ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ნათელ მომავალში, რომელიც მოსატანია თითოეული ქართველისთვის- მეუფე იაკობი

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ 17 მაისის, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნამ საქართველო გააერთიანა.

„ვნახეთ, ხალხი როგორ გაერთიანდა. ანუ, ხალხი ვართ ერთად. ჩვენ ახლა ამას ყველაფერს ვუყურებთ, ვუფრთხილდებით ახალგაზრდებს. ლანბერგისმა, თუ ვინც იქნება, თავის სახელმწიფოს მიხედოს. ჩვენი სახელმწიფოა და არავის მივცემთ უფლებას, მაიდანი გაიმეოროს“, – დასძინა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, ყველამ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ.

„შევქმნით იმით, თუ ერთად ვიქნებით და არა იმით, თუ უცხოელები რაღაცას გვეტყვიან. კი, მათ უნდა მოვუსმინოთ. პირველ რიგში, აუცილებელია, ამერიკელებთან კონტაქტი და შემდეგ ევროპელებთან“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ასევე, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის ეკლესიაზე გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„რომ მოდის საქართველოში, თავად რა დამსახურებები აქვს?! 80 წლის წინანდელი გერმანია რომ შევახსენო, ჩემგან ლამაზი ხომ არ იქნება?! დღევანდელ ჩემს საქართველოს, მართლმადიდებლობას, ახალგაზრდობას თავი გაანებოს. ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ნათელ მომავალში, რომელიც მოსატანია თითოეული ქართველისთვის“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ირანის ხელისუფლებამ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ზუსტი ადგილმდებარეობა დაადგინა –  CNN

ირანის ხელისუფლებამ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ზუსტი ადგილმდებარეობა დაადგინა. ამის შესახებ CNN-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, შესაბამისმა სამსახურებმა ვერტმფრენიდან და ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის მობილური ტელეფონიდან მიიღეს სიგნალი. პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურმა განაცხადა, რომ მაშველები ლოკაციისკენ უკვე მიემართებიან.

„იმედია, მალე კარგი ამბები გვექნება“, – განაცხადა მან.

ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიცაა. არ აღმოჩნდეს ისე, რომ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ – მეუფე იაკობი

დღეს ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიც არის, ისევე, როგორც საზღვარგარეთ სხვებიც. არ აღმოჩნდეს, რომ ამ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ. კარგად შეხედონ, დაფიქრდნენ. რუსეთის ხელს მე უკვე ვხედავ, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან ქვეყანაში გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე, რადიკალურ ოპოზიციაზე და ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობაზე ისაუბრა. მეუფემ მიმართა ახალგაზრდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ.

„თუ შეძლეს და ხელისუფლებაში მოვიდნენ მაგ რუსულის ძახილით, ჩვეულებრივი ტერორი შეუძლიათ აწარმოონ და ეს კანონის სახელით მოხდება. ამიტომ ამაზე რაიმე დათმობა არ შეიძლება. ახალგაზრდებთან საუბარი აუცილებელია და მიხარია, რომ პრემიერმა გამოთქვა სურვილი ახალგაზრდებთან საუბრის. ახალგაზრდები უნდა დაელაპარაკონ, რადგან თუ შევხედავთ, რომ ახალგაზრდები მართლები არიან, რა თქმა უნდა, უფროსი თაობა ყოველთვის დავეთანხმებით იმას, რაც მართალია. უნდა მივიღოთ ის, რაც მართალია და არა ის, რასაც უცხოეთიდან მოგვიწოდებენ“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

მან ასევე ისაუბრა გარკვეულ ჯგუფებზეც, რომლებსაც მაიდნის მოვლენების განვითარება სურთ საქართველოში.

„ცდილობენ, რომ ვიღაც დაშავდეს და ჩვენ არ გვინდა, რომ საერთოდ ვინმე დაშავდეს, არავინ უნდა დაშავდეს. მაიდნის განმეორების შანსი არ აქვთ, რადგან უცხოეთმა ამათ მხარი რომ დაუჭიროს, იმდენი ხალხია, რომელიც ამათ მხარს არ უჭერს. ახალგაზრდებს ჩვენ აბსოლუტურად სიფრთხილით ვუყურებთ.

მინდა, ახალგაზრდებმა ერთი რამ გაითვალისწინონ. იძახიან „რუსული კანონი, რუსული კანონი“ – დიდი ბოროტებაა, ამას რომ იძახიან. რატომ არის რუსული და რატომ არ არის ქართული, ამერიკული ან რატომ ადარებენ მაინც და მაინც რუსეთს? რუსეთს სისხლის სამართლის კანონმდებლობაც აქვს და ჩვენიც რუსულია?! ერთი რამ იცოდნენ, რომ დღეს ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიც არის, ისევე, როგორც საზღვარგარეთ სხვები. არ აღმოჩნდეს ისე, რომ ამ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ. კარგად შეხედონ, დაფიქრდნენ. რუსეთის ხელს მე უკვე ვხედავ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის

აზერბაიჯანი, სომხეთი რუსეთი და ერაყი ირანს ვერტმფრენის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

რუსეთმა ასევე შესთავაზა ირანს დახმარება ავიაკატასტროფის მიზეზების გამოძიებაში.

ასევე, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც გამოუცხადა ქვეყანას მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ირანის გვერდით დგას.

თურქეთი კი აგზავნის სამძებრო-სამაშველო აღჭურვილობას ირანის დასახმარებლად. ქვეყნის კატასტროფების სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში ღამის ხედვის სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენი, 32 პერსონალი და ექვსი მანქანაა გაგზავნილი. საჭიროების შემთხვევაში კიდევ 15 ჯგუფი მზადყოფნაშია მოყვანილი.

ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იმყოფებოდნენ, ავარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენმა მას შემდეგ, რაც პრობლემები შეექმნა ქვეყნის ჩრდილოეთით ძლიერ ნისლში “უხეში დაშვება” განახორხიელა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რაისი ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა, ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან დაბრუნების შემდეგ.

ქალბატონ სალომეს ალბათ პოლიტიკაში უნდა დარჩენა და უნდა, რომ ჩამოყალიბდეს ოპოზიციის – მეუფე იაკობი

მეუფე იაკობმა გამჭვირვალობის კანონთან მიმართებით პრეზიდენტის ვეტო შეაფასა. ამ თემაზე ბოდბელმა ეპისკოპოსმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„მე ვფიქრობ, რომ რასაც ბოლო წლებში ქალბატონი სალომე აკეთებს, მას ალბათ პოლიტიკაში უნდა დარჩენა და უნდა, რომ ჩამოყალიბდეს ოპოზიციის ლიდერად. კრებითი „ნაცმოძრაობის“ და კიდევ ახალგაზრდების იმედი აქვს. საინტერესო იქნება, ასე თუ გაგრძელდა. არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდობით, ჰოდა იქ გამოჩნდეს ყველაფერი – ვის უჭერს ხალხი მხარს“, – მიიჩნევს მეუფე იაკობი.

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს უნდა ეცადოთ, რომ მწვავე თემებს და კონფლიქტურ სიტუაციებს თავი აარიდოთ. სავარაუდოდ, ორშაბათი თქვენს ნერვებს და მოთმინებას გამოცდას მოუწყობს, ამიტომ სახლშიც და სამსახურშიც ყველაზე მოულოდნელი სიურპრიზებისთვის უნდა მოემზადოთ. სხვების დახმარება უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ, მით უმეტეს – თუ ამისთვის მადლობას იღებთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გარკვევისა და მშვიდობის დამყარებისთვის. სავარაუდოდ, ის თქვენს არგუმენტებს დამაჯერებლად მიიჩნევს, ასე რომ, შეგიძლიათ, სასიამოვნო მოლოდინები გქონდეთ. სამაგიეროდ, სამსახურში დამქანცველი დღე და დაუსრულებელი ქაოსია. გახსოვდეთ, რომ საკუთარი საიდუმლო ან პირადი ინფორმაცია სხვებს არ უნდა გაუზიაროთ.

ტყუპები

ფინანსური პრობლემები შეიძლება ნამდვილ თავის ტკივილად გექცეთ. აქ აუცილებლად ვალებს და სხვა ფინანსურ სირთულეებს არ ვგულისხმობთ, რადგან ამ დღეს უბრალო გადასახადებიც კი გაღიზიანებთ. თუ ინტუიციას მოუსმენთ, შესაძლოა, რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა შეძლოთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, ეს დღე აქტიურად გაატაროთ – გამოიჩინეთ ინიციატივა სამსახურში და იყავით სახლში ლიდერი. ისედაც დიდი ხანია, ჩრდილში ხართ. დროა თქვენი საუკეთესო უნარები გამოავლინოთ. გირჩევთ, წარსულში დატოვოთ შიშები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით. შესაფერისი დღეა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ.

ლომი

მუშაობის ხასიათზე არ ხართ, ამიტომ ყველაფერი ხელიდან გივარდებათ. თავი შეიკავეთ რთული პროექტის დაწყებისგან და უარი თქვით მნიშვნელოვანი დავალების შესრულებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უამრავ შეცდომას დაუშვებთ და კოლეგებს ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებთ. უმჯობესია, ამ დღეს იზარმაცოთ და დაკარგული დრო მომდევნო დღეებში აანაზღაუროთ.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე მშობლებთან ან ახლო ნათესავებთან ურთიერთობის გარკვევას დაუთმოთ. თუ თქვენ შორის გაუგებრობა წარმოიშვა, სადავო საკითხები დროულად უნდა განიხილოთ და ნდობა აღადგინოთ. მათი რჩევები რთული ვითარებიდან გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ.

სასწორი

ეს დღე სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის შესაფერისია. თუ თავგადასავლების მოყვარული არ ხართ, შეგიძლიათ ეგზოტიკური კერძი დააგემოვნოთ. ეს დაგეხმარებათ, რომ ორშაბათი პატარა დღესასწაულად აქციოთ! გარშემომყოფების დახმარებით უკმაყოფილო დარჩებით, ამიტომ ეცადეთ მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნოთ.

მორიელი

ამ ნიშნის წარმომადგენლებს წარმატებული დღე ელით. შეგიძლიათ ყველაზე რთულ დავალებებსაც კი თამამად შეეჭიდოთ – იღბალი თქვენს მხარესაა და ყველაფერი გამოგივათ. გირჩევთ, სამუშაო საკითხები კოლეგებთან ერთად განიხილოთ – ისინი სწორი გადაწყვეტის პოვნაში დაგეხმარებიან. მცირე შესყიდვები წარმატებული იქნება და მოგებიანი გარიგების დადებასაც შეძლებთ.

მშვილდოსანი

სცადეთ სახლიდან საფულის გარეშე გასვლა და მიხვდებით, რომ აქამდე ფულს ქარს ატანდით. დროა, მომჭირნედ ცხოვრება ისწავლოთ, თუ არ გინდათ, რომ ვალები დაგედოთ. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, ამ დღეს სასურველი შედეგის მიღება გაცილებით ადვილია, ამიტომ შეგიძლიათ ექსპერიმენტებს მიმართოთ და გადაწყვეტილების მიღებისას ინტუიციას ენდოთ.

თხის რქა

თქვენი ჯანმრთელობა ახლა იმდენად დაუცველია, რომ ორპირმა ქარმაც კი შეიძლება დაგაზიანოთ. მოერიდეთ საყოფაცხოვრებო ტრავმებს და ეგზოტიკურ კერძებს, რათა ქრონიკული დაავადებები არ გაამწვავოთ. საღამოს შესაძლებლობა გექნებათ, რომ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს შეხვდეთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.

მერწყული

შესანიშნავ ხასიათზე ხართ, ამიტომ სახლშიც და სამსახურშიც ყველაფერი გამოგდით. ეცადეთ, ეს განწყობა რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ. თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების წარმატება დიდწილად თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული. გირჩევთ ძვირად ღირებული შესყიდვები სამომავლოდ გადადოთ. ასევე, ნუ იჩქარებთ გარიგებების დადებას, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ნამდვილად მოგებიანია.

თევზები

ამ დღეს მნიშვნელოვან საკითხებზე ფიქრს და გადაწყვეტილებების მიღებას უნდა მოერიდოთ. უმჯობესია, ეს დღე რუტინას დაუთმოთ. ცვლილებების განხორციელებისა და მნიშვნელოვანი საქმეებისთვის სხვა დღეები შეარჩიეთ. საღამო ხელსაყრელია აქტიური დასვენებისთვის – თავად გადაწყვიტეთ სპორტდარბაზში სიარული გირჩევნიათ თუ ჰაერზე სეირნობა.

დესტრუქციული ჯგუფები შეეცადნენ, ხალხის ემოცია პიკში აეყვანათ და რევოლუციისთვის დაედოთ საფუძველი, რაც არ გამოუვიდათ, მაგრამ მცდელობები ისევ გრძელდება – ხუნდაძე

ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ რევოლუციური სცენარის მცდელობები ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო და ახლაც გრძელდება.

„პირველი, რაც ჩვენ გვახსოვს ხელისუფლების ცვლილების უკვე არა შეფარული, არამედ ღია მცდელობა, იყო 2020 წელს, როდესაც ჩატარებული არჩევნები „ისფედმა“ სრულიად უსამართლოდ გამოაცხადა გაყალბებულად, ანუ პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა, რამაც საზოგადოებაში გამოიწვია ემოცია და ეს ემოცია რასაკვირველია, შექმნილი იყო იმისთვის, რომ შემდეგ ის გამხდარიყო მართული და შეეცვალათ ხელისუფლება იმ მოტივით, რომ მან არჩევნები გააყალბა.

დესტრუქციული ჯგუფები, რომელთაც ეს სცენარი უნდა შეესრულებინათ შეეცადნენ, ხალხის ემოცია პიკში აეყვანათ და აქაც უკვე თავისუფალი მედიის შეზღუდვის სურათის შექმნით ქვეყანაში, ისევ რევოლუციისთვის დაედოთ საფუძველი. ესეც არ გამოუვიდათ, მაგრამ მცდელობები ისევ გრძელდება“, – აცხადებს ხუნდაძე.

სალომე ზურაბიშვილი არის მოსიარულე ნაღმი, სად აფეთქდება და სად მოგვიწევს ჩვენ ამის ჩაქრობა, არ ვიცი – გურამ მაჭარაშვილი

როდესაც ფორმალურად, მაგრამ მაინც საქართველოს პრეზიდენტი ხდება უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, ბუნებრივად იქნება ქაოსი პრეზიდენტის ინსტიტუციაში,” – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის სახელს სალომე ზურაბიშვილი ფორმალურად ატარებს და მას მხოლოდ უცხოელი პატრონების მითითებების შესრულება ევალება.

მაჭარაშვილის თქმით, ზურაბიშვილი ქვეყანაში მოსიარულე ნაღმია და როდის და სად აფეთქდება არავინ იცის.

„როდესაც ფორმალურად, მაგრამ მაინც საქართველოს პრეზიდენტი ხდება უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, ბუნებრივად იქნება ქაოსი პრეზიდენტის ინსტიტუციაში. მისი, თუნდაც როგორც ფორმალური პრეზიდენტის როლი, არის მხოლოდ ის, რომ გააკეთოს და თქვას ის, რასაც მისი პატრონები ეტყვიან.

წარმოიდგინეთ, საქართველოს პრეზიდენტი ამბობს ამას [საქართველოს არც ჯარი ჰყავს, არც იარაღი აქვს და არც ექნება] და მერე ჩვენ გვიწევდა თავის მართლება, რომ ჯარში არ ყოფილიყო დემოტივაცია. რა თქმა უნდა, ეს არ არის შემთხვევითი. როდესაც შენ ხელს მოაწერ უცხო ქვეყნის წარმომადგენლობას, სამწუხაროდ, შემდეგ აღარ გეკითხებიან რა გააკეთო და რა არა.

სალომე ზურაბიშვილი არის მოსიარულე ნაღმი – სად აფეთქდება და სად მოგვიწევს ჩვენ ამის ჩაქრობა, არ ვიცი. მათ შორის იყო ცნობილი ფაქტი დავით გარეჯთან დაკავშირებული, რომელიც არის, რა თქმა უნდა, სენსიტიური ხასიათის. როდესაც იყო ასეთი პროვოკაციული მცდელობაზე საუბარი, ზუსტად მაშინ ჩავიდა იმ ადგილას პროვოკაციების მოსაწყობად საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ მოგვიწია ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან გარკვეული კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ იყო ჩვენი ჟესტი და ეს ადამიანი გასული იყო მომსახურების ზონიდან,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პრეზიდენტის ვერტმფრენში მყოფებთან კონტაქტი დამყარდა – უახლესი ინფორმაცია ირანიდან

ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პრეზიდენტის ჩამოვარდნილ ვერტმფრენში მყოფ ორ ადამიანთან დაამყარეს კონტაქტი. ამის შესახებ ადგილობრივ სააგენტოს FARS ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა მოჰსენ მანსურიმ განუცხადა. მის სიტყვებს CNN-ი ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, კონტაქტი ერთ-ერთ მგზავრთან და ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრთან რამდენჯერმე, ჩამოვარდნიდან მალევე დამყარდა.

„კომუნიკაციების სამინისტრომ და სხვა უსაფრთხოების სხვა სააგენტოებმა ინციდენტის არეალი 2 კილომეტრის რადიუსით დაადგინეს. თუმცა ამინდის გამო, ადგილთან მისვლა გამოწვევებს უკავშირდება“, – განაცხადა მანსურიმ.

პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ხისტად დაეშვა. ცნობილია, რომ პრეზიდენტის კორტეჟში სულ 3 ვერტმფრენი იყო. მედიის ცნობით, დანარჩენ ორ ვერტმფრენში მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. ისინი დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ ჩაფრინდნენ. ოფიციალური ინფორმაცია პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ ეტაპზე არ გავრცელებულა. მაშველებს ინციდენტის ადგილზე მისვლაში ძლიერი ნისლი და ცუდი ამინდი უშლით ხელს.

,,ეს არის მასპინძელი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა და მის შიდა საქმეებში პირდაპირ ჩარევა”- წულუკიანი

თეა წულუკიანმა უცხოელი დიპლომატების თბილისში მიმდინარე აქციებში ჩართულობა შეაფასა. კომენტარი ამ თემაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას გააკეთა.

„როდესაც ჩვენ ვხედავთ უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, რომლებიც ჩამოდიან ვიზიტით საქართველოში და მთავრობის საწინააღმდეგო აქციას უერთდებიან, ეს არის ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა, რომელიც ასეთ შემთხვევებში რელევანტურია. ეს არის მასპინძელი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა და მის შიდა საქმეებში პირდაპირ ჩარევა. აქ უკვე მცდელობასთან აღარ გვაქვს საქმე. პირდაპირ იფიქრებ ადამიანი, რომ ეს ის ხალხი და იმ ხალხის წარმომადგენლები შეუერთდნენ, სტუმრად ჩამოსულნი, ხელისუფლების წინააღმდეგ აქციას, რომლებიც მანამდე კულუარებიდან ცდილობდნენ ემართათ რევოლუციური პროცესები საქართველოში და როდესაც ეს არაერთი მცდელობა ჩაიფუშა, შემდეგ უკვე იძულებულები გახდნენ თავიანთ მსახიობებთან ერთად, როგორც რეჟისორები გამოსულიყვნენ სცენაზე“, – განაცხადა წულუკიანმა

”საქართველოს ყველა ელჩმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ დღეს ისინი რუსული სპეცოპერაციის თანამონაწილეები არიან”- გრიგოლ გეგელია

საქართველოს ყველა ელჩმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ დღეს ისინი რუსული სპეცოპერაციის თანამონაწილეები არიან – ეს არის ბოლო მომენტი, როდესაც კომპასი უნდა გაასწორონ და ერის გვერდით დადგნენ, – ამის შესახებ „ლელოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, საკმარისზე მეტი საფუძველია იმის გასაცნობიერებლად, რომ საქართველოს ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან, „ღიად შეცვალა საგარეო ვექტორი და საბოლოოდ მოაწერა ხელი კაპიტულაციას“.

„საქართველოს ყველა ელჩმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ დღეს ისინი რუსული სპეცოპერაციის თანამონაწილეები არიან.

პრეზიდენტის ვეტო, საფრანგეთისა და გერმანიის პრეზიდენტების განცხადებები, აშშ-ს ჰელსინკის კომისიის განცხადება მომავალ სანქციებთან დაკავშირებით, ასობით გამოხმაურება მსოფლიო ლიდერების მხრიდან – ეს საკმარისზე მეტი საფუძველია იმის გასაცნობიერებლად, რომ საქართველოს ხელისუფლება მთლიანად გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან, ღიად შეცვალა საგარეო ვექტორი და საბოლოოდ მოაწერა ხელი კაპიტულაციას.

ეს არის ხელისუფლება, რომელიც საელჩოებს 26 მაისის ღონისძიებებსაც კი აუქმებინებს, მანამ სანამ პრემიერ-მინისტრი აშშ-ს ღიად სდებს ბრალს სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერაში, დე ფაქტო ბელადი კი გლობალურ შეთქმულებებზე საუბრობს.

ასეთ ვითარებაში, წარმოუდგენელია თავმოყვარე დიპლომატმა შეძლოს რაიმე საერთოდ გამონახვა აღმასრულებელი ხელისუფლების კურსსა და საკუთარი მისიის მიზნებს შორის. ამ ხელისუფლების დესპანობა აღარ არის თავსებადი ქართველის ხალხის გეოპოლიტიკური არჩევანის მსახურებასთან.

ყველა დიპლომატს, რომელიც არ მიიღებს ღირსეულ გადაწყვეტილებას, გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ ისინი საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგენენ იმ ხელისუფლების ნებას და ინტერესებს, რომელიც ღალატობს საქართველოს ინტერესებს. შესაბამისად, ისინი არიან პასუხისმგებლობის თანაზიარი და მონაწილეობენ რუსული დაზვერვის გეგმის აღსრულებაში.

თუმცა, დროები სწრაფად იცვლება და ქართველი ხალხი სულ მალე გაასწორებს ეროვნულ კომპასს, როდესაც ახალი ხელისუფლების კურსი ხელახლა დაემთხვევა ერის ნებას. როცა კომპასი გასწორდება, ამ დროს, საგარეო სამსახურში აღარ იქნება იმ დიპლომატების ადგილი, ვინც კრიტიკულ მომენტში სამშობლოს და სახელმწიფოს საგარეო ინტერესების დაცვას პირადი კომფორტი და კარიერული კონფორმიზმი ამჯობინა. ან ახლა, ან აღარასდროს – ეს არის ბოლო მომენტი, როდესაც საქართველოს ელჩებმა კომპასი უნდა გაასწორონ და ერის გვერდით დადგნენ“, – აცხადებს გეგელია, რომლის კომენტარსაც „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ნაცვლად იმისა, რომ ამ კრიზისულ ვითარებაში გამოსავალი შემოგვთავაზონ, ისინიც უერთდებიან ქუჩის აქციებს და საუბრობენ რევოლუციებზე. ჩემთვის ეს გასაკვირია – მეუფე გიორგი

ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ნაცვლად იმისა, რომ ამ კრიზისულ ვითარებაში გამოსავალი შემოგვთავაზონ და ეს გამოსავალი არის მაგიდასთან მშვიდობიან მოლაპარაკებებზე გადასვლა, ისინიც უერთდებიან რაღაც ქუჩის აქციებს და საუბრობენ რევოლუციებზე. ჩემთვის ეს გასაკვირია, – ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ „იმედის კვირას“ განუცხადა.

მეუფე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ასევე, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის განცხადებასაც.

„ეს იყო ირიბიც და პირდაპირ შეტევა მართლმადიდებელ ეკლესიაზე, იმ მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რომელზედაც დგას თუნდაც, ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ახალგაზრდობისა და ეკლესიის ერთმანეთისგან გამიჯვნა ესეც, ვფიქრობ, მიზანმიმართული პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაა.

ჩემი მოწოდება იქნება, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ყოველივე ბჭობით უნდა გადაწყდესო.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროპაზე, ევროპულ კულტურასა და ცივილიზაციაზე, ეს ჩვენთვის ისედაც თვისობრივია. ორგანულია, რადგან ვიცით, რომ ევროპული ცივილიზაცია და კულტურა ქრისტიანული კულტურიდან არის ამოსული, რასაც ბევრი ქვეყანა დაშორდა. ვიცით, აგერ საბერძნეთს, რომელსაც სახელმწიფო რელიგია მართლმადიდებლობა გააჩნია, თავს მოახვიეს და დაუკანონეს ერთნაირსქესიანთა ქორწინება. მე გავიხსენებდი წმინდა ათანასე ალექსანდრიელის სიტყვებს, რომ თუ მსოფლიო მიდის ღმერთის წინააღმდეგ, მე მივდივარ მსოფლიოს წინააღმდეგ და საქართველო ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა ეპისკოპოსმა.

მეუფე გიორგი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებისა და პოლიტიკოსების მიერ რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები მხარეებს შორის დიალოგის გამართვას არ ემსახურება.

„ეს ემსახურება ძალიან დიდ სამოქალაქო დაპირისპირებას და სამოქალაქო დაპირისპირებებმა ამ ქვეყანაში რა მოგვიტანა, უახლოესმა ისტორიამ ალბათ, კარგად გვანახა. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ნაცვლად იმისა, რომ ამ კრიზისულ ვითარებაში გამოსავალი შემოგვთავაზონ და ეს გამოსავალი არის მაგიდასთან მშვიდობიან მოლაპარაკებებზე გადასვლა, ისინიც უერთდებიან რაღაც ქუჩის აქციებს და საუბრობენ რევოლუციებზე. ჩემთვის ეს გასაკვირია“, – აღნიშნა მეუფე გიორგიმ.

თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „როგორ უნდა შექმნა ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მჭიდრო მოკავშირისა მმართველი პარტიისა? ეცადეთ აბა ამის გაკეთება – ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩემი გზავნილი“.