პრეზიდენტის ვერტმფრენში მყოფებთან კონტაქტი დამყარდა – უახლესი ინფორმაცია ირანიდან

48
spot_img

ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პრეზიდენტის ჩამოვარდნილ ვერტმფრენში მყოფ ორ ადამიანთან დაამყარეს კონტაქტი. ამის შესახებ ადგილობრივ სააგენტოს FARS ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა მოჰსენ მანსურიმ განუცხადა. მის სიტყვებს CNN-ი ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, კონტაქტი ერთ-ერთ მგზავრთან და ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრთან რამდენჯერმე, ჩამოვარდნიდან მალევე დამყარდა.

„კომუნიკაციების სამინისტრომ და სხვა უსაფრთხოების სხვა სააგენტოებმა ინციდენტის არეალი 2 კილომეტრის რადიუსით დაადგინეს. თუმცა ამინდის გამო, ადგილთან მისვლა გამოწვევებს უკავშირდება“, – განაცხადა მანსურიმ.

პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ხისტად დაეშვა. ცნობილია, რომ პრეზიდენტის კორტეჟში სულ 3 ვერტმფრენი იყო. მედიის ცნობით, დანარჩენ ორ ვერტმფრენში მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. ისინი დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ ჩაფრინდნენ. ოფიციალური ინფორმაცია პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ ეტაპზე არ გავრცელებულა. მაშველებს ინციდენტის ადგილზე მისვლაში ძლიერი ნისლი და ცუდი ამინდი უშლით ხელს.