26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

755
spot_img

ვერძი

გუნდური მუშაობა წარმატებული იქნება და სასურველ შედეგს მოგიტანთ. ეცადეთ, პირადმა ცხოვრებაზე ან საკუთარ პრობლემებზე ნაკლები იფიქროთ – ეს საქმიდან ყურადღებას გაგიფანტავთ. საღამოს ჯობს, სახლში განმარტოვდეთ და დაისვენოთ.

კურო

კეთილი ადამიანი ხართ და ცდილობთ, რჩევებით და საკუთარი გამოცდილებით ნებისმიერ, თუნდაც სრულიად უცნობ ადამიანს დაეხმაროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ემოციები აკონტროლოთ, ფრთხილად იყოთ და მხოლოდ მას დაეხმაროთ, ვინც დახმარებას გთხოვთ.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სხვების „დაკრულზე ცეკვა“ შეწყვიტოთ და საკუთარი გეგმის მიხედვით, უფრო თავდაჯერებულად იმოქმედოთ. დღის პირველი ნახევარი გაცილებით უფრო ნაყოფიერია, ამიტომ გირჩევთ, ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა და მოლაპარაკება დილას დანიშნოთ. შესაძლოა, თქვენგან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ან ისეთი ნაბიჯის გადადგმა მოითხოვონ, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის.

კირჩხიბი

სირთულეებით სავსე დღე საშუალებას მოგცემთ, რომ მეგობრების ერთგულება და მხარდაჭერა შეაფასოთ. ამ დღის უსიამოვნებებზე არ ინერვიულოთ. ხვალ გარემოებები თქვენ სასარგებლოდ შემობრუნდება და პრობლემების მოგვარებას შეძლებთ. ეცადეთ, თქვენი გადაწყვეტილება კარგად გააზრებული იყოს, რადგან მისი შედეგები ძალიან დიდხანს გაგყვებათ.

ლომი

ამ დღეს ნებისმიერ უმნიშვნელო მოვლენას განიცდით და ფაქტების გადაჭარბებისკენ ხართ მიდრეკილი. ვარსკვლავები გირჩევენ, ნაკლები ინერვიულოთ, რადგან პრობლემები ისეთი სერიოზული არ არის, როგორც თქვენ ფიქრობთ. დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით. თუ რაღაცის შეცვლა გინდათ, გამბედაობა უნდა მოიკრიბოთ და თუ ვერაფერს ცვლით, მოთმინება გამოიჩინოთ.

ქალწული

შეთავაზებაზე პასუხი სწრაფად და უყოყმანოდ უნდა გასცეთ. რთული, დაძაბული დღე გელით, რომელიც გაიძულებთ, თქვენი საქმიანი თვისებები ბოლომდე გამოავლინოთ. ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია კამათი. ეცადეთ, უფრო ყურადღებიანი იყოთ და მათი გაგება შეძლოთ. გახსოვდეთ, რომ უკმაყოფილების გამოხატვით და ბუზღუნით სიტუაციას უფრო გაამწვავებთ, პრობლემას კი ვერ გადაჭრით.

სასწორი

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება რთული საქმის დასრულებაში დაგეხმარებათ, რასაც დიდხანს ვერ ახერხებდით. სხვების რჩევები ნაკლებად გამოგადგებათ, ამიტომ უმჯობესია, საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას დაეყრდნოთ. ეცადეთ, დღეს ნებისმიერი გადაწყვეტილების წინ ყველა დეტალი კარგად გაიაზროთ, რადგან გრძელვადიანი შედეგები ექნება.

მორიელი

ამ დღეს შეგიძლიათ თქვენი საქმიანი აქტივობა შეამციროთ. მოვლენები ისე განვითარდება, რომ ყველა საქმე თითქმის თქვენი მონაწილეობის გარეშე მოგვარდება. თავი შეიკავეთ ექსპერიმენტებისგან – ამ დღეს მხოლოდ კარგად გამოცდილი მეთოდებით უნდა იხელმძღვანელოთ. დღეს საკუთარ ინტუიციას არ ენდოთ, რადგან შეიძლება სრულიად სხვა, არასწორი მიმართულებით წაგიყვანოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ნებისმიერ საქმეში თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ. თქვენმა მოზღვავებულმა ემოციებმა შეიძლება გარშემო მყოფები დააფრთხოს, ამიტომ საკუთარი სიტყვები და ქმედებები უნდა აკონტროლოთ. თუ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა რამედ გიღირთ, ეცადეთ, უფრო ტაქტიანად იმოქმედოთ. გახსოვდეთ, რომ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება არ გამოდგება.

თხის რქა

იმპულსური და გაუაზრებელი ქმედებები შეცდომამდე მიგიყვანთ. გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად უნდა დაფიქრდეთ და რისკები გამოთვალოთ. დროა, ფულის დაგროვება დაიწყოთ – მალე დაუგეგმავი ხარჯები გელით. ეცადეთ, საკუთარი ემოციები აკონტროლოთ, რათა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.

მერწყული

მოზღვავებულმა ემოციებმა შეიძლება განწყობა საფუძვლიანად გაგიფუჭოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, დღეს მაქსიმალურად ეცადეთ, წვრილმანებზე ნაკლებად ინერვიულოთ და მხოლოდ პოზიტიურად განწყობილ ადამიანებთან იკონტაქტოთ. გახსოვდეთ, რათა გაუთვალისწინებელი სიტუაციების დროს სათადარიგო გეგმა უნდა გქონდეთ.

თევზები

ამ დღეს უჩვეულოდ მშვიდი, მიზანდასახული და საქმიანი ხართ და ნებისმიერ სამუშაოს შესანიშნავად უმკლავდებით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჩვეულის საზღვრებს არ გასცდეთ. ამ დღეს ექსპერიმენტების ნებისმიერი მცდელობა უარეს შემთხვევაში საზიანო იქნება, უკეთეს შემთხვევაში კი – არაეფექტური. ეს დღეები მოერიდეთ ხალხმრავლობას ან მაქსიმალურად იფრთხილეთ – გაზრდილია ვირუსით დაავადების რისკი.