“მივესალმები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის საფუძვლიანი მომზადების დაწყებას”

33
spot_img

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბრიუსელში ოფიციალურად დაიწყო შეფასებითი პროცესი, რაც საფუძველს უყრის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს. ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მივესალმები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის საფუძვლიანი მომზადების დაწყებას. წინ შრომატევადი სამუშაოა უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის, უკრაინული დელეგაციის ფორმირებისა და ჩვენი მოლაპარაკების პოზიციის შესაფასებლად. იმედი მაქვს, სამთავრობო გუნდი მაქსიმალურად მობილიზდება და მიმდინარე წლის გაზაფხულზე პირველი მთავრობათაშორისი კონფერენცია გაიმართება“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეს არის დავოსში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან მიღწეული შეთანხმების შედეგი.