22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

416
spot_img

ვერძი

ხელსაყრელი დღეა საქმიან ადამიანებთან შესახვედრად და ახალი პროექტების დასაწყებად. თქვენი საქმიანი უნარები და პიროვნული მომხიბვლელობა საჭირო კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ. არსებობს ძველი კონფლიქტის განახლების შესაძლებლობა, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე და ტაქტი გამოიჩინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ემოციებს არ აჰყვეთ და საჭირო არგუმენტები მშვიდად იპოვოთ.

კურო

ნაყოფიერი დღეა. სავარაუდოდ, მოსაწყენი, მაგრამ მნიშვნელოვანი საქმეების კეთება მოგიწევთ. სამაგიეროდ, თქვენი შრომისმოყვარეობა შეუმჩნეველი არ დარჩება და მენეჯმენტისგან დამსახურებულ ჯილდოს მიიღებთ. გაითვალისწინეთ, რომ ახლა კარგი დროა ავტორიტეტის გაუმჯობესებისთვის.

ტყუპები

რთული დღეა. ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან შეიძლება უსიამოვნებებს ყოველ ნაბიჯზე და ყველაზე მოულოდნელ დროს შეეჯახოთ – ვიღაც საყვარელ ადამიანს ეჩხუბება, ვიღაც კი ძვირფას ნივთს დაკარგავს… გირჩევთ, პრობლემებთან მარტო არ დარჩეთ – მეგობრებს ეაუბრეთ, საკუთარი პრობლემები მათთან განიხილეთ და რჩევა ჰკითხეთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ემოციური ფონი მაღალია და კონფლიქტის ალბათობა არსებობს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და თავს უხეშობის უფლება არ მისცეთ. გირჩევთ, საქმიან მოლაპარაკებებში არ გაჯიუტდეთ და კომპრომისული გადაწყვეტილება მოძებნოთ. გახსოვდეთ, რომ რთულ დროს შეგიძლიათ ახლობელი ადამიანების იმედი გქონდეთ და ხშირად უნდა შეეხმიანოთ.

ლომი

ამ დღეს ყურადღების მოკრეფა და სამუშაო პროცესზე „გადართვა“ გიჭირთ. ყველასთვის მისაღები გამოსავლის პოვნა ადვილი არ იქნება, მაგრამ ეცადეთ, კონფლიქტი და დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. ოჯახთან და ძველ მეგობრებთან ურთიერთობა დაგამშვიდებთ და ძალას შეგმატებთ. საღამოს საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ და პრობლემების შემთხვევაში, ექიმს მიმართოთ.

ქალწული

სასურველი შედეგის მისაღწევად დიპლომატიურად უნდა იმოქმედოთ, მოწინააღმდეგის სიტყვებს ყურადღებით უსმინოთ და გაითვალისწინოთ. ამ დღეს უხეშობა და აგრესიულობა სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ და მოგვიანებით, ძალიან ინანებთ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, საყვარელი საქმისთვის დრო გამონახოთ ან რაიმე შემოქმედებით პროცესში ჩაერთოთ.

სასწორი

დღეს თქვენი განწყობა გარშემომყოფებზეა დამოკიდებული, ამიტომ მნიშვნელოვანია, ურთიერთობისთვის კეთილგანწყობილი ადამიანები შეარჩიოთ. ეცადეთ საქმეში თქვენი საუკეთესო პროფესიული უნარები გამოავლინოთ – ეს თქვენს კარიერაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და სარისკო ინვესტიციებს.

მორიელი

გინდათ თუ არა, ამ დღეს გარემოებებს უნდა მოერგოთ, დანებდეთ და მოლაპარაკებებში ორმხრივად მოგებიანი პირობები მოძებნოთ. ნუ ეცდებით, მიზანს ნებისმიერ ფასად მიაღწიოთ, რადგან ეს გარშემომყოფებთან ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება და ცხოვრებას გაგირთულებთ. შეიძლება, რთული გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, რომელიც თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს.

მშვილდოსანი

ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის შესაფერისი დროა. იქნებ, ზედმეტი ნივთების მოცილებით და დაწყებული საქმეების დასრულებით დაიწყოთ? ახალ, დიდ პროექტს მოერიდეთ – ახლა ამის არც ძალა გაქვთ და არც სურვილი. უბრალოდ, წარსულს დაემშვიდობეთ და სიახლეებისთვის ადგილი გაათავისუფლეთ.

თხის რქა

ამ დღეს ენერგიულად დაიწყებთ და მზად ხართ „მთები გადააბრუნოთ“. შეეცადეთ, ეს მუხტი მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნოთ. მთავარია, ნეგატიურ ადამიანებს და კონფლიქტურ სიტუაციებს თავი აარიდოთ. ყურადღებით უსმინეთ სხვა ადამიანების მოსაზრებებს – შეიძლება შემთხვევით თქვენთვის საინტერესო იდეა გააჟღერონ. გაუღიმეთ სამყაროს და ისიც საპასუხოდ გაგიღიმებთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

მერწყული

შეეცადეთ, ამ დღეს დაასრულოთ ყველაფერი, რასაც გამუდმებით სამომავლოდ აპირებდით. თუ დახმარება გჭირდებათ, შეგიძლიათ მეგობრებს სთხოვოთ, თუმცა ახლობელ ადამიანსაც სჭირდებათ თქვენი რჩევა და მხარდაჭერა და იმედი არ უნდა გაუცრუოთ. თუ გსურთ, ამ დღემ მეტი დადებითი ემოცია მოგიტანოთ, უნდა შეეგუოთ, რომ ყველაფერი თქვენს სურვილებზე არ არის დამოკიდებული.

თევზები

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამ დღეს ახალი საქმე არ უნდა დაიწყოთ. უმჯობესია, თავი შეიკავოთ ახალი ნაცნობობისგანაც, რათა უსიამოვნო სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. მეტიც – ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ, რადგან სხვების დახმარება სარგებელზე მეტ პრობლემას მოგიტანთ.