“ეს არის ძველი მანქანა, რომელსაც მიაწებეს ახალი ნომრები” – გია ვოლსკი გვარამია-მელიას გაერთიანებაზე

19
spot_img

გაერთიანება, რომელსაც „ახალი“ დაერქვა, პირდაპირ მონაწილეა დანაშაულებრივი საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა ქვეყანაში – ეს არის ძველი მანქანა, რომელსაც მიაწებეს ახალი ნომრები, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მელია-გვარამიას პარტიის წარმომადგენლების განცხადება, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი არ აქვთ, უცხოელებისთვის კეთდება.

„განცხადებებს უცხოელი პარტნიორებისთვის აკეთებენ, რომ ვითომ სხვა არიან. ატყუებენ რომ კოალიციური მთავრობა იქნება სტაბილურობისა და დეპოლარიზაციის გარანტი. ეს არის მავნებელთა ერთი ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა ნიშებს იკავებენ და სწორ დროს უნდა შეგროვდნენ. საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს, ზოგს სისხლში აქვს ხელები დასვრილი პირდაპირი მნიშვნელობით.

გაერთიანება, რომელსაც „ახალი“ დაერქვა, პირდაპირ მონაწილეა დანაშაულებრივი საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა ქვეყანაში. არა თუ შემოქმედნი, არამედ განმხორციელებელიც. ეს არის რეალობა. გინდ ახალი დაარქვი გინდ ძველი, ამათ ჰგონიათ რომ „ახალი“ თუ დაარქმევენ საზოგადოებას ახალი ეგონება. ეს არის ძველი მანქანა, რომელსაც მიაწებეს ახალი ნომრები. ამ მანქანამ ბევრი ადამიანის სიცოცხლეზე გადაიარა“,- განაცხადა ვოლსკიმ.