Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

მნიშვნელოვანია, გამჭვირვალობის კანონზე ვენეციის კომისიამ 28 მაისამდე წარმოადგინოს შენიშვნები, ამის მერე იქნება დაგვიანებული – პრემიერი

მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალობის კანონზე ვენეციის კომისიამ 28 მაისამდე წარმოადგინოს საკუთარი შენიშვნები, ამის მერე იქნება დაგვიანებული, მათზეა დამოკიდებული, წარმოადგენენ განვიხილავთ, არ წარმოადგენენ ვერ განვიხილავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეიდან არის ორი კვირა, ვიდრე პრეზიდენტი კანონპროექტზე წარმოადგენს საკუთარ ვეტოს.

„როგორც მოგეხსენებათ, პროცედურა არის ასეთი, ვეტოს ვადის გასვლის შემდეგ უნდა იყოს წარმოდგენილი პრეზიდენტის კანონპროექტი და მეორე ალტერნატივა არის მიღებული კანონპროექტი, მესამე საკითხი ვერ განიხილება. ამიტომ თუ ვენეციის კომისიას უნდა რაიმე საკითხის წარმოდგენა, წარმოადგინოს ახლა, ამის შემდეგ ექნება ყველას იმის საშუალება, რომ პრეზიდენტის ვეტოში ავსახოთ ეს საკითხები და მზად ვართ, ჯანსაღი მსჯელობისთვის. შესაბამისად, ვენეციის კომისიას აქვს ამის საშუალება, თუ უნდა წარმოადგინოს საკუთარი დასკვნები. ჩვენ გვახსოვს შემთხვევები, როდესაც აგზავნიდა ხოლმე ესა თუ ის სუბიექტი ვენეციის კომისიაში კანონპროექტებს და ერთ კვირაშიც კი გამოუგზავნიათ დასკვნა. ამ კანონზე დასკვნის წარმოდგენას არაფერი არ უნდა არის რამდენიმე გვერდიანი კანონპროექტი და შეუძლიათ, რამდენიმე დღეში დაწერონ ეს დასკვნა. წარმოადგინონ, განვიხილავთ. სხვა რამეზეა საუბარი, 28 მაისის შემდეგ ან უნდა გაიზიარო პრეზიდენტის ვეტო, ან უნდა დაუბრუნდე შენ კანონპროექტს, მესამე საკითხი ვერ განიხილება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვენეციის კომისიამ 28 მაისამდე წარმოადგინოს საკუთარი შენიშვნები, ამის მერე იქნება დაგვიანებული. მათზეა დამოკიდებული, წარმოადგენენ განვიხილავთ, არ წარმოადგენენ ვერ განვიხილავთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 ..წინ გავუძღვები პროევროპულ ფრონტს არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება”- პრეზიდენტი 

მე წინ გავუძღვები პროევროპულ ფრონტს ამ არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება – არა ჩემი პირდაპირი ჩართულობით არჩევნებში, არამედ ამ პროდასავლური და პროევროპული პოლიტიკური პარტიების ფრონტისა და სამოქალაქო საზოგადოების გარანტორი ვიქნები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბარში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოში არსებული ვითარება განსხვავდება უკრაინისგან, თუმცა მეთოდები მსგავსია, ის, თუ როგორ იქცევა რუსეთი.

“ძალიან მსგავსი მეთოდებია [უკრაინასთან], ვინაიდან, ასე იქცევა რუსეთი და ასე იქცევიან ის მთავრობები, რომლებიც რუსეთთან ახლოვდებიან, მაგრამ ძალიან განსხვავებულ ვითარებებში ვართ.

ჩვენი მაიდანი გაცილებით ადრე გავიარეთ, მსგავსი პროტესტები გავიარეთ, უფრო შორს ვართ გზაზე. აქ არის მოსახლეობა, რომელმაც ბევრი გამოსაცდელი გაიარა, და წინააღმდეგობა გაუწია ძალიან მშვიდობიანი დემონსტრაციით. გვაქვს არჩევნები, მე წინ გავუძღვები პრო-ევროპულ ფრონტს ამ არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება – არა ჩემი პირდაპირი ჩართულობით არჩევნებში, არამედ ამ პრო-დასავლური და პრო-ევროპული პოლიტიკური პარტიების ფრონტისა და სამოქალაქო საზოგადოების გარანტორი ვიქნები. ვინაიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ჩვენ ძალიან ზრდასრული სამოქალაქო საზოგადოება გვყავს, ძალიან ჩამოყალიბებული ახალგაზრდა ხალხი გვყავს, რასაც სამი კვირის განმავლობაში აჩვენებენ – თუ რამდენად ზრდასრულია მოსახლეობა აქ და რამდენად ერთგულნი არიან შეინარჩუნონ თავიანთი ევროპული გზა, ფანჯრის გატეხის ან მანქანის დაწვის გარეშე, რაც ხშირად ხდება რიგ ქვეყნებში”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 ,,სამწუხაროდ, იყო რევოლუციური პროცესები და გაუმჭვირვალე ფულმა სერიოზული როლი შეასრულა ამ პროცესებში”- პრემიერი

გამჭვირვალობის შესახებ” კანონი უზრუნველყოფს იმას, რომ გრძელვადიანი სიმშვიდე დაისადგურებს ამ ქვეყანაში და ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

კითხვაზე, თუ რაში დაიხარჯა ჯიმ ო’ბრაიენის მიერ ნახსენები 6 მლრდ დოლარი, პრემიერმა ასე უპასუხა:

„რაც შეეხება 6 მლრდ-ს, იყო გარკვეული წლები, 2009, 2010, 2011 წლები, როდესაც ეკონომიკას მოხმარდა ფული, მაშინ იყო სააკაშვილის რეჟიმი გადასარჩენი, საკმაოდ ბევრი დაიხარჯა მაშინ ამერიკის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რაც შეეხება ბოლოდროინდელ დაფინანსებას, სამწუხაროდ ამ დაფინანსების დიდი ნაწილი ხმარდება ისეთი ტიპის აქტივობებს, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი ეკონომიკის განვითარებაზე, განსაკუთრებით შევეხებოდი ბოლო 3, 4 წლის მოვლენებს. სამწუხაროდ, იყო რევოლუციური პროცესები და გაუმჭვირვალე ფულმა სერიოზული როლი შეასრულა ამ პროცესებში. რომ არა ეს მოვლენები 2020, 2021, 2022, 2023 წლებში, ჩვენი ეკონომიკა, მაგალითად დღეს 30 მლრდ დოლარის მაგივრად იქნებოდა მინიმუმ 35 მლრდ დოლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ მარტო სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად, დამატებით შევიდოდა მლრდ დოლარი. წარმოიდგინეთ, რამხელა რესურსის ხელიდან გაშვებაზეა საუბარი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია „გამჭვირვალობის შესახებ კანონი”, ეს კანონი უზრუნველყოფს იმას, რომ გრძელვადიანი სიმშვიდე დაისადგურებს ამ ქვეყანაში და ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპებზე. თუ ჩვენ გვექნება ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მომატებული ტემპი, ასეთ შემთხვევაში, ყოველწლიურად, დამატებით ჩვენს ბიუჯეტში შემოვა 1 მლრდ, 2 მლრდ დოლარი. ეს არის ჩვენთვის მთავარი ამოცანა, გრძელვადიანი სიმშვიდის უზრუნველყოფა ამ ქვეყანაში, თუმცა შეიძლება ვიღაცეებს, კონკრეტულ სუბიექტებს ესეც არ აწყობდეთ. რაც უფრო ძლიერია შენი ეკონომიკა, შენი ბიუჯეტი, მით უფრო ნაკლებად შეიძლება იყო დამოკიდებული სხვაზე. ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური დამოუკიდებლობა, ამიტომ ვამბობ, რომ დამოუკიდებლობას ეხება „გამჭვირვალობის შესახებ კანონი”. ეს კანონი მოგვცემს ქვეყნის დამშვიდების საშუალებას, ქვეყნის დამშვიდება ნიშნავს უფრო სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს მეტ ფულს ბიუჯეტში და ეს საბოლოო ჯამში ნიშნავს კიდევ უფრო მტკიცე დამოუკიდებლობას ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის მთავარი ამოცანა და ამიტომ ვიბრძვით ასე აქტიურად, პრინციპულად ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის. ეს კანონი უკავშირდება სწორედ ამ ამოცანას, ამ მთავარ მიზანს, კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობა, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, რაც არის ეკონომიკის განვითარების აუცილებელი პირობა და შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაც,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

,,პარტნიორების მიმართ ჩვენი მოწოდებაა, რომ იფიქრონ პარტნიორობაზე და არა კონტრპროდუქტიული ნაბიჯების გადადგმაზე”- პრემიერი

ირაკლი კობახიძე – პარტნიორების მიმართ ჩვენი მოწოდებაა, რომ იფიქრონ პარტნიორობაზე და არა კონტრპროდუქტიული ნაბიჯების გადადგმაზე, ეს სწორედ მათთვის იქნება დამაზიანებელი და ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს

პარტნიორების მიმართ ჩვენი მოწოდებაა, რომ იფიქრონ პარტნიორობაზე და არა კონტრპროდუქტიული ნაბიჯების გადადგმაზე, ეს სწორედ მათთვის იქნება დამაზიანებელი, ეს ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, კიდევ უფრო მეტად გამყარდება ჩვენი მხარდაჭერა, ამიტომ კიდევ ერთხელ, პრაგმატულობისკენ მოვუწოდებ ყველას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა რომ, აშშ-მ სანქციები დააწესოს მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პრაგმატულად მხოლოდ დამაზიანებელი იქნება სანქციების დაწესება სანქციის დამწესებლისთვის.

„თქვენ გახსოვთ, მაგალითად, მოსამართლეების მიმართ დაწესდა ე.წ. სანქციები, სავიზო შეზღუდვები და ამან დააზიანა მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაცია, ვერავითარი ზიანი ვერ მიაყენა ამან მოსამართლეებს, მაგრამ სერიოზულად დაზიანდა აშშ-ის რეპუტაცია, როდესაც ყოველგვარი დასაბუთების, მტკიცებულების გარეშე დასანქცირდნენ მოსამართლეები, მაშინ, როდესაც მოსამართლე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ყველაზე მკაცრად უნდა იყოს დაცული სანქცირებისგან. სერიოზულად შეილახა ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაცია იმით, რომ სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ მოსამართლეებს. ასეთ არასერიოზული ნაბიჯი კიდევ ერთხელ თუ გადაიდგმევა, ეს დააზიანებს არა სანქცირებულს, არამედ სანქციის დამწესებელს, რადგან ხალხი ყველაფერს ხედავს. ჩვენ არ გვინდა, რომ აშშ-ის რეპუტაცია დაზიანდეს და ჩვენი მოწოდებაა ჩვენი პარტნიორების მიმართ, რომ იფიქრონ პარტნიორობაზე და არა კონტრპროდუქტიული ნაბიჯების გადადგმაზე, ეს პირველ რიგში, სწორედ მათთვის იქნება დამაზიანებელი, ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს ბუნებრივია, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, კიდევ უფრო მეტად გამყარდება ჩვენი პოლიტიკური გუდის მხარდაჭერა. ამიტომ კიდევ ერთხელ, პრაგმატულობისკენ მოვუწოდებ ყველას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო- სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სამართალდამცავების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 14 მაისს, სამართალდამცავების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

გამოძიების დაწყების საფუძველი დავით ქაცარავას მეუღლის მიერ ცხელ ხაზზე დაფიქსირებული შეტყობინება გახდა, სადაც მან განაცხადა, რომ მის მეუღლეს დაკავებისას სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარი ფაქტის შესასწავლად ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულის შემცველ ყველა შეტყობინებაზე ატარებს ყოველმხრივ გამოძიებას, მიმდინარეობს მოწმეთა და განმცხადებელთა გამოკითხვა, მონაწილე პირების იდენტიფიცირება, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დოკუმენტაციის გამოთხოვა, ტარდება სასამართლო-სამედიცინო და სხვა რელევანტური ექსპერტიზები, მიმდინარეობს კერძო და საჯარო დაწესებულებებიდან ვიდეო კამერის ჩანაწერების ამოღება და მათი დეტალური შესწავლა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

,,მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი დიალოგი შედგა, ორსაათნახევრიანი, საერთოდ არ ყოფილა ნახსენები სანქციები”- ირაკლი კობახიძე ო’ბრაიენთან შეხვედრაზე

2008 წელს დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვა, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა მიხეილ სააკაშვილს უარი, ეს იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ. ასევე 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ და უშუალოდ უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 კვირაში, პრაქტიკულად გაიყინა მისი ანგარიში, რასაც მოჰყვა ასევე სხვა ნაბიჯები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დე-ფაქტო სანქციას შეეხებოდა.

მისივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს აქვს სრული უფლება, რომ ჰქონდეს შესაბამისი აღქმა დე-ფაქტო სანქციასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება დე-ფაქტო სანქციას. ფორმალური სანქციები არის ცალკე საკითხი, მაგრამ რაც შეეხება დე-ფაქტო სანქციას, ეს დე-ფაქტო სანქცია მოქმედებს. ამასთან დაკავშირებით, მე ბევრად მეტი დეტალი გავაცანი ბატონ ო’ბრაიენს. ვისაუბრე მაგალითად გარკვეულ შეხვედრაზე, რომელიც შედგა ამ თანხის გაყინვის შემდეგ, გარკვეული მოთხოვნა იყო წამოყენებული ამ შეხვედრის და ა.შ. ამ თემებზე მე აქ ვერ ვისაუბრებ დეტალურად, მაგრამ მთელი რიგი დეტალები გავაცანი ბატონ  ო’ბრაიენს ამასთან დაკავშირებით. ვერ ვიტყვი, არ ვიტყვი, უსაფრთხოების უხერხული თემებია, ამიტომ მოვერიდები. მე არ მინდა, რომ ზედმეტად დავაზიანო მთელი რიგი სუბიექტების, მათ შორის პარტნიორების რეპუტაცია. ხალხში უნდა დარჩეს დადებითი აღქმა მთელ რიგ პარტნიორებთან მიმართებით. ამიტომ დეტალებს ვერ ვიტყვი, ზოგადად დაახლოებით მოგახსენეთ, რაზეც იყო საუბარი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, 2008 წელს დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვა, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა მიხეილ სააკაშვილს უარი, ეს იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ. ასევე 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ და უშუალოდ უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 კვირაში, პრაქტიკულად გაიყინა მისი ანგარიში, რასაც მოჰყვა ასევე სხვა ნაბიჯები. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს აქვს სრული უფლება, რომ ჰქონდეს შესაბამისი აღქმა დე-ფაქტო სანქციასთან დაკავშირებით. ბევრი დეტალია ამის უკანაც, რაც იძლევა ძალიან მყარი აღქმის არსებობის უფლებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის რეალურად დე-ფაქტო სანქცია, რომელიც დაწესდა იმის საპირწონედ, რომ კონკრეტულ, ქვეყნისთვის დამაზიანებელ ნაბიჯზე არ წავიდა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კითხვაზე, უკავშირდებოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ამ საკითხს და ასევე, პრემიერ-მინისტრსა და ო’ბრაიენს შორის გამართულ შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი მოსალოდნელ ფორმალურ სანქციებზე, მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა:

„პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზები ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავად განმარტა, ეს პირდაპირ არ იყო დაკავშირებული, არც ზოგადად არ იყო დაკავშირებული ამ თემასთან, ამას ჰქონდა სხვა მიზეზები. რაც შეეხება სანქციების საკითხს, ეს საერთოდ არ ყოფილა ხსენებული ჩვენს შეხვედრაზე, ანუ რაიმე ფორმალურ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა, ეს არ ყოფილა საუბრის საგანი, მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი დიალოგი შედგა, ორსაათნახევარი, საერთოდ არ ყოფილა ნახსენები სანქციები,”- განაცხადა პრემიერმა.

,,სახელმწიფო სუვერენიტეტის ხარჯზე ვერავითარ კომპრომისზე ვერ წავალთ” – პრემიერი

ირაკლი კობახიძე – სახელმწიფო სუვერენიტეტის ხარჯზე ვერავითარ კომპრომისზე ვერ წავალთ, თუ დაგვიმტკიცებენ, რომ კანონში გარკვეული ნორმები ეწინააღმდეგება ევროპულ სამართლებრივ პრინციპებს, შესაბამის ნორმებს ჩავასწორებთ, დათმობებზე საუბარი ვერ იქნება

ჩვენ ვერავითარ კომპრომისზე ვერ წავალთ სახელმწიფო სუვერენიტეტის ხარჯზე, კანონთან დაკავშირებით თუ ექნებათ სამართლებრივი შენიშვნა, თუ დაგვიმტკიცებენ, რომ გარკვეული ნორმები არის სამართლებრივად გაუმართავი, ეწინააღმდეგება მაგალითად ევროპულ სამართლებრივ პრინციპებს, ამ შემთხვევაში შესაბამის ნორმებს ჩავასწორებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გამჭვირვალობის შესახებ კანონი ეხება სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას.

„ტერმინი დათმობა, არ არის სწორი. დათმობებზე ვერ იქნება საუბარი. ჩვენ უნდა წარმოგვიდგინონ სამართლებრივი შენიშვნა, გვითხრან სამართლებრივად რა არ არის სწორი, თუ დაგვიმტკიცებენ, რომ სამართლებრივად რაღაც არ არის სწორი, ამ შემთხვევაში შესაბამის ნორმებს ჩავასწორებთ. აქ დათმობებზე კი ვერ იქნება საუბარი, აქ საკომპრომისო არაფერი არ არის, ეს კანონი მით უმეტეს, ეხება სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას, ჩვენ ვერავითარ კომპრომისზე ვერ წავალთ სახელმწიფო სუვერენიტეტის ხარჯზე, თუ ექნებათ სამართლებრივი შენიშვნა, თუ დაგვიმტკიცებენ, რომ გარკვეული ნორმები არის სამართლებრივად გაუმართავი, ეწინააღმდეგება მაგალითად, ევროპულ სამართლებრივ პრინციპებს, ამ შემთხვევაში შესაბამის ნორმებს ჩავასწორებთ. თუ დაგვიმტკიცებენ, რომ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის წარდგენა სამართლებრივად ეწინააღმდეგება გარკვეულ პრინციპებს, კი ბატონო, შევცვალოთ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი არგუმენტები ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

,,ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ოპოზიციის მხარდამჭერები გამოდიან ქუჩაში, ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ გადაწყვეტილებებს დემოკრატიულ სისტემაში იღებს პოლიტიკური უმრავლესობა”- ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ოპოზიციის მხარდამჭერები გამოდიან ქუჩაში, ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ გადაწყვეტილებებს დემოკრატიულ სისტემაში იღებს პოლიტიკური უმრავლესობა

ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ოპოზიციის მხარდამჭერები, ან ოპოზიციის დღის წესრიგს მიმყოლი ადამიანები გამოდიან ქუჩაში, ეს არის პოლიტიკური უმცირესობის უფლება, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ გადაწყვეტილებებს დემოკრატიულ სისტემაში იღებს პოლიტიკური უმრავლესობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში არსებობს პოლიტიკური ოპოზიცია ეს არის დემოკრატიის ნაწილი და პოლიტიკურ ოპოზიციას ჰყავს საკუთარი მხარდამჭერები, ეს არის მთლიანობაში პოლიტიკური უმცირესობა.

„როდესაც პოლიტიკური ოპოზიცია თავის მხარდამჭერებს არწმუნებს, რაღაცაში და შემდეგ ისინი გამოდიან ქუჩაში, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური და ჯანსაღი მოვლენა, მაგრამ პოლიტიკური უმცირესობა ვერავითარ შემთხვევაში ვერ აიძულებს პოლიტიკურ უმრავლესობას, რომ მიიღოს ან არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების განმტკიცებას. ეს გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკური უმრავლესობის მიერ. რაც შეეხება რაოდენობას, ყველამ ნახეთ, რომ ჩვენს აქციაზე იყო დაახლოებით 5-ჯერ მეტი გამოსული, ვიდრე ოპოზიციის აქციაზე, ეს არის ის თანაფარდობა, რაც არსებობს მაგალითად, „ქართულ ოცნებასა” და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას” შორის. რაც არის თანაფარდობა, ის თანაფარდობა იხილა საზოგადოებამ აქციებზეც, რომლებიც გაიმართა ერთი უმრავლესობისა და მეორე პოლიტიკური უმცირესობის ორგანიზებით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ოპოზიციის მხარდამჭერები, ან ოპოზიციის დღის წესრიგს მიმყოლი ადამიანები გამოდიან ქუჩაში, ეს არის პოლიტიკური უმცირესობის უფლება, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ გადაწყვეტილებებს დემოკრატიულ სისტემაში იღებს პოლიტიკური უმრავლესობა.

როდესაც უშუალოდ კანონპროექტს მხარს უჭერს მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი, გამჭვირვალობას მხარს უჭერს 80 პროცენტზე მეტი, უშუალოდ ამ კანონს მხარს უჭერს მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი, ასეთ დროს პარლამენტი, რომელიც ამ ხალხის მიერ არის არჩეული, ვალდებულია, იმოქმედოს სწორედ უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და არა პოლიტიკური უმცირესობის ჩემი აზრია, ირაციონალური განწყობის მიხედვით. შესაბამისად, აქ ყველაფერი არის დღესავით ნათელი, დემოკრატიაა, დემოკრატიაში ყველას აქვს პროტესტის უფლება, მაგრამ გადაწყვეტილებები მიიღება იმ წესით, რომელიც არის დადგენილი დემოკრატიულ სისტემაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

,,პარლამენტის შენობის წინ სცენაზე ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც გარედან ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას კოლექტიური „ნაცმოძრაობის” სასარგებლოდ”- პრემიერი

ჩვენ დღეს სცენაზე პარლამენტის შენობის წინ ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, რაც წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის ლუსტრაციაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენაა, როდესაც გარედან ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას კოლექტიური „ნაცმოძრაობის” სასარგებლოდ.

„როდესაც სცენაზე გამოდიან კონკრეტული ქვეყნების დეპუტატები, პრინციპში ამას ვითხოვდით ჩვენ ამ ე.წ რუსული კანონით – ეს არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა და ჩვენ დღეს სცენაზე პარლამენტის შენობის წინ ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, რაც, წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის ლუსტრაციაა. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა, როდესაც გარედან ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას კოლექტიური „ნაცმოძრაობის” სასარგებლოდ. ეს არის ყველაფრის ლუსტრაცია. დანარჩენზე რა თქმა უნდა, საზოგადოება გააკეთებს საკუთარ დასკვნებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

,,ო’ბრაიენთან გულწრფელად ვისაუბრეთ, დავადასტურეთ ჩვენი სურვილი და მზაობა, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე. მთავარია, მეორე მხრიდანაც მივიღოთ სათანადო დამოკიდებულება” – ირაკლი კობახიძე

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, ვიზრუნოთ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის, რაც პირადად დავუდასტურე ო’ბრაიენსაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მტავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, შედგა გულწრფელი საუბარი ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება საქართველოსა და აშშ-ს ორმხრივ ურთიერთობებს.

 

ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა ბატონ ო’ბრაიენთან. გაგრძელდა ორ საათნახევარი, როცა ერთიო საათი იყო დაგეგმილი. იყო ძალიან გულწრფელი შეხვედრა. ჩვენ გულწრფელად ვისაუბრეთ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საქართველოსა და აშშ-ს ორმხრივ ურთიერთობებს. მათ შორის, გვქონდა გულწრფელი საუბარი იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც წარიმართა ჩვენს ქვეყანაში გასული სამი წლის მანძილზე. ჩვენ ავუხსენით, განვუმარტეთ ყველაფერი ბატონ ო’ბრაიენს. ჩვენ ასევე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი სურვილი და მზაობა, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე. ეს არის სურვილი, მთავარია, რომ მეორე მხრიდანაც მივიღოთ სათანადო დამოკიდებულება, სამართლიანი დამოკიდებულება. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. თუ იქნება ასეთი დამოკიდებულება, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მივაღწევთ წარმატებებს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გზაზე.

 

ჩვენ გვქონდა საუბარი მათ შორის უშუალოდ კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. ჩვენ განვუმარტეთ ყველა დეტალი ბატონ ო’ბრაიენს, რაც დაკავშირებულია ამ კანონთან. თუ იქნება რაიმე შენიშვნები, ვართ მზად დისკუსიისთვის, ეს მზაობა ბატონ ო’ბრაიენსაც დავუდასტურე. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ძალიან ბევრი რამ გახდა ცხადი ჩვენი პარტნიორისთვის, იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, რაც ხდებოდა ამ ორმხრივ ურთიერთობებში გასული სამი წლის მანძილზე. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის, რაც პირადად დავუდასტურე ო’ბრაიენსაც”, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ქმნის მტკიცე გარანტიებს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ე.წ. პოლარიზაციის დასაძლევად, რაც ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ქმნის მტკიცე გარანტიებს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველსაყოფად და ე.წ. პოლარიზაციის დასაძლევად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ქმნის მტკიცე გარანტიებს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველსაყოფად და ე.წ. პოლარიზაციის დასაძლევად, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სოციოლოგიური კვლევის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი, ხოლო უშუალოდ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს მოსახლეობის 60%-ზე მეტი“, – აღნიშნა კობახიძემ.

მადლობა ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის – სალომე ზურაბიშვილი რობერტა მეცოლას

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

სალომე ზურაბშვილი, ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მხარდამჭერ პოსტს ეხმიანება.

“მადლობა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, თქვენი პირადი ერთგულებისთვის და ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერისთვის ქართველი ხალხისა და მისი მტკიცე არჩევანისთვის ევროპული მომავლის შესახებ,” – წერს ზურაბიშვილი.